logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ბულგარეთის პრეზიდენტი: საქართველო ევროკავშირისა და ნატოსგან ჯილდოს იმსახურებს
ბულგარეთის პრეზიდენტი: საქართველო ევროკავშირისა და ნატოსგან ჯილდოს იმსახურებს
10:03 18.06.2019
საქართველო ბულგარეთისთვის პრიორიტეტული ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში და გაწეული ძალისხმევისთვის ევროკავშირისა და ნატოსგან ჯილდოს იმსახურებს - აღნიშნული განცხადება ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალი იყო მთავარი თემები, რომლის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პრეზიდენტმა იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეაქვს, ასევე, ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის საკვანძო როლს საერთაშორისო მისიებში. ამ კონტექსტში, რუმენ რადევმა აღნიშნა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს. მისი შეფასებით, წვრთნისა და მომზადების კუთხით, ჩვენი ქვეყანა ნატოსთან სრულად თავსებადია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

ბულგარეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს აკავშირებს ისტორიული მეგობრობა და ამაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება. ბულგარეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატოში. აქედან გამომდინარე, ამ კუთხითაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან ურთიერთობების განვითარება. ბულგარელ მეგობრებს მადლობა გადავუხადეთ იმისთვის, რომ ისინი მონაწილეობენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განხორციელებაში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთის როლი საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ეს ყველაფერი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, ნატოსთან“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა