logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: დეცენტრალიზაციის რეფორმის მსვლელობისას მთავარ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით
ზაზა გაბუნია: დეცენტრალიზაციის რეფორმის მსვლელობისას მთავარ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით
16:22 17.06.2019
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში პარლამენტარებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარების, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების მოადგილეებმა და ასევე ექსპერტებმა.

ზაზა გაბუნია : "ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ ვიმსჯელეთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მეორე მიზანზე, რომელიც თავისი მნიშვნელობით ყველაზე საყურადღებო და ფუნდამენტურია. შევთანხმდით, რომ შეიქმნება ქონებრივი დეცენტრალიზაციის სამოქმედო გეგმაც, ასეთი დოკუმენტი სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს.

სამუშაო სხდომაზე განისაზღვრა ქონების ის სია, რომელსაც უკვე გადასცემს ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას, რაც უკვე წარმატებული ნაბიჯია, რადგან ეს არის ფუნდამენტური დეცენტრალიზაციის რეფორმის მსვლელობისას და ამ მთავარ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. მე მინდა მადლობა ვუთხრა რეგიონული განვითარების, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებს."

ზაზა გაბუნიას თქმით, ქალაქების განვითარებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და სწორედ ამიტომ, ცალკე იქნა გამოყოფილი ეს საკითხი და სამი კვირის წინ მისი ინიციატივით გაიმართა ფორუმი, რომელიც სწორედ სტრატეგიის მეორე მიზანს, მატერიალურ და ფინანსურ საკითხებს უკავშირდებოდა.

ზაზა გაბუნია: "ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ინსტიტუციური დიალოგის ფორმატში მსჯელობისთვის მოვიწვიეთ ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის და მთავრობის წევრები და კერძო სექტორი. ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე, რადგან ამ საკითხზე ამ დონის დისკუსია არ შემდგარა იქამდე და ვთვლი, რომ ეს ფართო წარმომადგენლობითი მსჯელობა გამოიღებს კიდეც თავის ნაყოფს და ეს ნაყოფი სახეზეა, მათ შორის დღევანდელ სხდომაზე. ჩვენი მიზანია გავაჩინოთ მცირე/საშუალო ბიზნესის და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შესაძლებლობები, რადგან სწორედ ამ ფუნქციის შესრულებით მიაღწევს მუნიციპალიტეტი ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. მუნიციპალიტეტების და ბიზნესის თანამშრომლობა კი შესაძლებელია, მაშინ როცა ადგილობრივი ხელისუფლება განკარგავს ადგილობრივ ქონებას და კაპიტალს. მუნიციპალიტეტებმა უნდა შეძლონ თავიანთი საშუალო და გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკის დაგეგმვა და ეს შეუძლებელი იქნება თუ მათ არ ექნათ საამისო რესურსი, კაპიტალი, ფინანსური შემოსავლები და სხვა.

და რადგან ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობას ვაღიარებთ, როგორც მმართველობის კონსტიტუციურ სისტემად, მაშინ მას უნდა მივცეთ კიდეც განვითარების სრულფასოვანი შესაძლებლობები. ცხადია, 1 წელიწადში შეუძლებელია ყველა პრობლემის გადაჭრა და ყველა საჭირო რესურსის გადაცემა. ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ ჩვენ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ კარგად გაწერილი სამოქმედო გეგმის პირობებში, რომ მივიღოთ ევროპული დონის მუნიციპალიტეტები. მიზანიც ეს არის, არა საშუალო დონის და ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე, არამედ ნამდვილი თვითმმართველობა, ევროპული სტანდარტის ქალაქები."

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განმხილველმა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფმა მეხუთე სხდომა გამართა. რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის და ჯგუფის ხელმძღვანელის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ახლო პერიოდში დეცენტრალიზაციის რეფორმასთან მიმართებით საპარლამენტო ჯგუფის მთავრობისადმი რეკომენდაციები გამოქვეყნდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა