logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ხიდის ფუნქცია შეასრულონ
ირაკლი კობახიძე: საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ხიდის ფუნქცია შეასრულონ
15:19 17.06.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ცვეტა კარაიანჩევასთან გაიმართა.


საქართველოს პარლამენტისა და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა მიმართულებით, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბულგარეთის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ამ კუთხით, არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე.


საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ პროცესში, მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას.


ცვეტა კარაიანჩევამ ირაკლი კობახიძეს ბულგარეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს.


„ჩვენი ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას, ქართველ და ბულგარელ ხალხს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.


ორ ქვეყანასა და ორ ერს შორის მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.

ბულგარეთი ევროკავშირის და ნატოს ამაყი წევრია და ჩვენ ვაფასებთ თქვენს მზადყოფნას, გაგვიზიაროთ გამოცდილება ამ მიმართულებით. ჩვენ, ასევე, ვაფასებთ თქვენს აქტიურ ჩართულობას საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. ჩვენი თანამშრომლობის ეს ასპექტი სარგებელს მოუტანს რეგიონულ სტაბილურობასა და კეთილდღეობას.



შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ არსებობს აუთვისებელი პოტენციალი სექტორული მიმართულებებით თანამშრომლობისთვის და მოტივირებულები ვართ, რომ სრულად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. ჩვენს ქვეყნებს, ერთობლივად, შეუძლიათ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდების ფუნქცია შეასრულონ და ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევა მეტ დინამიზმს შესძენს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობას და მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა საერთო სულიერ და კულტურულ მსგავსებას და მემკვიდრეობას. ჩვენ ამას უნდა მოვუფრთხილდეთ და გამოვიყენოთ, როგორც საერთო საფუძველი ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებისთვის“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



ვიზიტის პირველ დღეს, შეხვედრა, ასევე გაიმართა ბულგარეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა განათლების, კულტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით კავშირების გააქტიურებაზე. დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯებიც.



დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, უცნობი ჯარისკაცი საფლავი გვირგვინით შეამკო.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა