logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გვაქვს შანსი, ვიყოთ მოქნილი - ეს საზოგადოების მზაობაზეა დამოკიდებული
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გვაქვს შანსი, ვიყოთ მოქნილი - ეს საზოგადოების მზაობაზეა დამოკიდებული
17:10 16.06.2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების შესაძლებლობასა და პოტენციალზე ესაუბრა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო ექვს თვეში რამდენიმე რეგიონს ესტუმრა, მათ შორის გუშინ ეწვია აბასთუმანს, სადაც სრული აღმშენებლობა მიმდინარეობს, ეს კი მთლიანი რეგიონის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

,,აბასთუმნიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილებით წამოვედი. მიმდინარეობს სრული აღმშენებლობა ამ პატარა და მნიშვნელოვანი ქალაქის, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია, პოტენციალი რომელიც ვრცელდება მთელ რეგიონზე. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ეტაპი სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარებაა, რომელიც ერთ დიდ სტრატეგიაში იქნება მოქცეული", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, ჩვენი ვალდებულებაა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეს სიმდიდრე და კლიმატური ცვლილებების პრობლემების მიუხედავად, მაქსიმალურად გადავარჩინოთ ის.

საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ რეგიონის პოპულარიზაციის მზადყოფნა გამოთქვა, უმუშევრობის პრობლემაზე და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საუბრისას კი, აღნიშნა, რომ დღეს გარკვეული პროფესიის სპეციალისტების ნაკლებობაა, რაც თავისთავად პრობლემას წარმოადგენს. ,,დღეს უმუშევრობის ძალიან მაღალი დონეა ქვეყანაში, მეორე მხრივ, ძალიან ბევრგან ვერ ვპოულობთ საჭირო სპეციალისტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება და კადრები უცხოეთიდან შემოდიან, ეს უნდა დავაბალანსოთ. ნაწილობრივ ეს ხელისუფლების გასაკეთებელია, რათა უფრო კარგად დაგეგმოს და მოსახლეობას წინასწარ უთხრას ეკონომიკის პრიორიტეტები, სად რა მუშახელი დასჭირდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. პრობლემა დღეს ხელოსნების ნაკლებობაა, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას",- აღნიშნა პრეზიდენტმა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იგი ძალიან ოპტიმისტია, რადგან ხედავს, რომ ქვეყანას დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი გააჩნია.

,, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გვაქვს შანსი ვიყოთ მოქნილი. ესეც საზოგადოების მზაობაზეა დამოკიდებული, რათა განვავითაროთ ყველაზე მთავარი- პირადი ინიციატივა, რომლის გარეშეც არაფერი არ ხდება და სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში კიდევ ის განწყობაა, რომ ელოდებიან რაღაც მითითებებს, განკარგულებებს და რჩევას. გადის დრო და ყველაზე წარმატებულები არიან ისინი, ვინც თავიანთ თავზე იღებენ ინიციატივას, მართალია რთულია საქმის დაწყება, მაგრამ არსებობს ბევრი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ძალიან ბევრი წარმატებული ქალი ვნახე რეგიონებში, რომლებიც დაუბრუნდნენ მიწას, თავიანთ რეგიონს, იმიტომ რომ აიღეს ინიციატივა, რადგან გაბედეს. ხშირ შემთხვევაში ქალები უფრო გამბედავები არიან", - განაცხადა პრეზიდენტმა და მოსახლეობას მეტი აქტივობისაკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის გამოსვლა შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. პრეზიდენტთან შეხვედრისას ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ისინი რეგიონში გარემოსდაცვითი მიმართულებების გაძლიერების საჭიროებას ხედავენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის განცხადებით, ის აპირებს ამ მიმართულებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო გარემოსდაცვით კონფერენციებში მონაწილეობას და მაღალ ტრიბუნიდან ამ პრობლემის ხაზგასმას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა