logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: უახლოეს პერიოდში აშშ-სთან ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკას, ასევე სხვა მიმართულებებს
მამუკა ბახტაძე: უახლოეს პერიოდში აშშ-სთან ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკას, ასევე სხვა მიმართულებებს
01:22 16.06.2019
უახლოეს პერიოდში აშშ-სთან ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკას, ასევე სხვა მიმართულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მხარდამჭერი აქტში კონკრეტულად არის აღნიშნული, რომ შემდეგი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

„მე ნამდვილად ვერ დავემსგავსები წინა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, რომელსაც ჯერ კონსულტაციებიც კი არ ჰქონდა გავლილი პარტნიორებთან და ისე აანონსებდნენ სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, აქედან გამომდინარე მე მოვლენებს წინ ნამდვილად არ გავუსწრებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ უახლოეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებზე იქნება ხელი მოწერილი, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკას, ასევე სხვა მიმართულებებს. ერთ-ერთ ასეთ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა ჩვენი შეხვედრის შედეგად კომერციის მდივანთან. როგორც მოგეხსენებათ, კომერციის დეპარტამენტსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ჩვენი სტრატეგია ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ წარმოგვიდგენია საქართველო, როგორც რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და ბუნებრივია ამ სტარტეგიის რეალიზაციაში მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკას აქვს თავისი განსაკუთრებული როლი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელზეც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით. ეს ასახულია მათშორის ერთობლივ დეკლარაციაში, სადაც ნათლად არის ნათქვამი, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ცენტრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ მთავარს, რომ საქართველოში ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე. მე ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინე, სრულიად უსაფუძვლო , რომ ჩვენ როდესაც ვაცხადებთ, რომ სწორედ საქართველო გახდება რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რომ ამის წინაპირობები არ არსებობს და ჩვენმა თითოეულმა გადადგმულმა ნაბიჯმა დაადასტურა ის, რომ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ეკონომიკები თანხმდებიან, რომ სწორედ საქართველოს აქვს ის შესაძლებლობა, რესურსი და რაც მთავარია პოლიტიკური ნება და განწყობა, რომ რეგიონის ცენტრად იყოს წარმოდგენილი მხოლოდ საქართველო. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფალ ვაჭრობაზე, ბუნებრივია, ეს არის ის, რაზეც საქართველოს მთავრობა არის სრულად ორიენტირებული. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის წარდგენა მოხდა, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი აქტი, სადაც წერია კონკრეტულად, რომ შემდეგი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. მაგრამ მოდით, ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული მთავრობა, არ გავუსწროთ მოვლენებს წინ. მე ვიცი და შემიძლია ავიღო სრული პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებითაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გადავა სრულიად განსხვავებულ, ახალ ეტაპზე. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლებ მოკლე ვადებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის