logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: შტატებში ვიზიტმა გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში
მამუკა ბახტაძე: შტატებში ვიზიტმა გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში
01:08 16.06.2019
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტმა გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში, - ასე შეაფასა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზიტისას მოხდა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ათი წლის შეჯამება და ამასთან, დაისახა სამომავლო გეგმები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევაფასოთ განვლილი 10 წელი, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი ჩამოყალიდა აშშ-სთან. ეს პერიოდი იყო წარმატებული საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თავალსაზრისით, ასევე სახელმწიფო მმართველობის სისტემის გაძლიერებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ბიზნესის მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება მოგვიტანა, გვაქვს კონკრეტული შედეგები და ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია უსაფრთხოების სფეროში მიღწეული წარმატება.

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს დასავლელ კოლეგებთან გვქონდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი - შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე. დღეს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სწორედ შავი ზღვის რეგიონი არის პრიორიტეტული მიმართულება და ბუნებრივია, საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები ახლა არის ყველაზე მაღალ დონეზე, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს გამყარებულია ფაქტებით. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო მიმდინარე წლის გაზაფხული, როდესაც ჩვენ ვმასპინძლობდით საერთაშორისო სამხედრო სწავლებას. ეს იყო პირველი შემთხცვევა ისტორიაში, როდესაც ტარდებოდა ნატოს სწავლება და ნატოს ჯერ კიდევ არაწევრმა ქვეყანამ, საქართველომ, მოახდინა ყველაფრის ორგანიზება და სრული მენეჯმენტი და ჩვენი ოფიცრები ხელმძვანელობდნენ ამ სწავლებას. სწორედ ეს უსვამს ხაზს ჩვენი ურთიერთობის განსაკუთრებულობას და იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე. ჩვენი მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ ამ სამხედრო თანამშრომლობას უნდა დაემატოს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ მიმართულებით გვაქვს წარმატებები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის