logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული დეკლარაცია წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ქმნის ორივე ერისთვის
მამუკა ბახტაძე: აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული დეკლარაცია წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ქმნის ორივე ერისთვის
10:09 15.06.2019
აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილის აღნიშვნისას ორიოდე დღის წინ ხელი მოეწერა ახალ დეკლარაციას, რომელიც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ქმნის ორივე ერისთვის, ჩვენ ბევრი მიღწევა გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების ნაწილში და ახლა დადგა ეკონომიკური მიმართულების წამოწევის დრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დალასის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოსთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული გარდაქმნა ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

“დემოკრატიის მშენებლობისკენ მიზანმიმართული სვლა მოიცავს სასამართლო სისტემას, რომელიც ქმედითად მუშაობს; წარმომადგენლობით დემოკრატიას, რომელიც ანგარიშვალდებულია ამომრჩევლების წინაშე. ამ რეფორმების შედეგად საქართველო იქცა მსოფლიოში ბიზნესის კეთების ყველაზე მარტივ ქვეყანად. მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება განვახორციელეთ ხალხში და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში, რითაც რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოვყალიბდით. ჩვენი ძალისხმევის შედეგად ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ზღურბლზე ვიმყოფებით. ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ: თავისუფალი პრესიდან ეკონომიკურ ზრდამდე, რომელიც წელს დაახლოებით 6% იქნება, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციებამდე და სხვა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რთულ სამეზობლოში იმყოფება, ჩვენ პოზიტიურ გამონაკლისად მივიჩნევით და ყველა მეზობელი ქვეყნისთვის სანიმუშო მაგალითი ვართ. ყოველივე ამის შედეგად მნიშვნელოვანი ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აშშ-თან ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც დღეს უმაღლეს ნიშნულზეა და ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას.

“გვსურს, მეტი ამერიკული კომპანია ვიხილოთ საქართველოში და მეტმა ამერიკულმა კომპანიამ გამოიყენოს პლატფორმად საქართველო სამყაროს ჩვენს ნაწილში სავაჭრო ურთიერთობებისა და პროდუქციის რეალიზაციისთვის, ვინაიდან ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით მზარდი სამომხმარებლო ბაზარია”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.

გამოსვლის დასასრულს, მამუკა ბახტაძეს, დალასის მერის, მაიკ როულინგსის სახელით, დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის