logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ იმსჯელეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ იმსჯელეს
18:05 14.06.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს, რასთან დაკავშირებითაც, პირველი სამუშაო შეხვედრა პარლამენტში გუშინ გაიმართა.

ხაზი გაესვა რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას. კარლ ჰარცელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში და ქართულ მხარეს ექსპერტული მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

საუბარი, ასევე, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღას შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ წარმატებული სამუშაო პროცესისა და ფართო კონსენსუსის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომ გაუმჯობესებას ემსახურება. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კარლ ჰარცელს, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელების პროცესში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის მსგავსად, ფართო ჩართულობით წარიმართოს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობის პროცესიც.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა