logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა განაყოფმა - „ევროპულმა საქართველომ“, საქმიანი პროცესის ნაცვლად ფეხების ბაკუნის ტაქტიკა აირჩია
არჩილ თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა განაყოფმა - „ევროპულმა საქართველომ“, საქმიანი პროცესის ნაცვლად ფეხების ბაკუნის ტაქტიკა აირჩია
18:35 13.06.2019
ეს სამუშაო ფორმატი შევქმენით კონკრეტულად ეუთოს რეკომედაციების მიხედვით, და ამ რეკომენდაციებში შედის ისეთის საკითხები, როგორიცაა - საარჩევნო კამპანიის ორგანიზება, პარტიების დაფინანსება და გამჭირვალობა, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურა, საარჩევნო უბნებთან მხარდამჭერების დგომის საკითხი - ყველა ის თემა, 27 რეკომენდაციაა, რომელიც ბოლო თვეების და თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად გვესმოდა.

ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ სამუშაო პროცესს, კერძოდ საშემოდგომო სესიაზე უკვე ცვლილებებს დავამტკიცებთ საარჩევნო კანონმდებლობაში.

სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და უფრო მეტად მისმა განაყოფმა - „ევროპულმა საქართველომ“, საქმიანი პროცესის, სამუშაო ფორმატის და არგუმენტაციის ნაცვლად, ერთგვარი ფეხების ბაკუნის ტაქტიკა აირჩიეს, რაც, რა თქმა უნდა, არასერიოზულია და ამას საზოგადოება აუცილებლად შეაფასებს.

შუალედურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციის ეს ნაწილი საკმაოდ დაბნეულია, ამიტომ არ მიკვირს რომ მათ დღეს კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს. მათ მოთხოვნები დღეს სრულიად დღეს სრულიად არასწორ კონტექსტსა და არასწორ ფორმატში გაჟღერდა, რადგან იცოდნენ, რომ ეს სამუშაო ჯგუფი კონცენტრირებულია ეუთოს რეკომენდაციების გარშემო, - დღეს მათ თქვეს, რომ პროპორციული არჩევნების საკითხი არის მათთვის პრინციპული და თუ ამაზე პასუხს ვერ მიიღებენ - მაშინ ამ პროცესს ემიჯნებიან.

ვინაიდან შეხვედრა იყო დახურული, მინდა რამდენიმე დეტალს გავასაჯაროვებ. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ უთხრა, რომ ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პროპორციულ არჩევნებს ეხება, და როგორც ისინი ამბობენ 300 ათასი ხელმოწერით არის დაინიცირებული, განიხილება პარლამენტში სათანადო პროცედურით და კანონმდებლობის სრული დაცვითო - ეს იყო კობახიძის პასუხი. თუმცა მათ გარეთ მაინც გააკეთეს ის კომენტარები, რაც გააკეთეს. ერთ საკითხზე შეიქმნა სამუშაო პროცესი და „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე საკითხზე საუბრობენ.

ჩვენს საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს და ვის სჯერა დღეს მათი რიტორიკისა და პათეტიკის? ყველას ახსოვს, რომ ეს ბატონები და ქალბატონები წლების განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში. ჰქონდათ უმრავლესობა, ჰქონდათ მკაცრი ვერტიკალი; ყველანი ასრულებდნენ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებს, და თუ მათ გული შესტკიოდათ თითქოს ამ პროპორციულ სისტემას ძალიან გულშემატკივრობდნენ, რა ედგათ წინ? რატომ არ შეცვალეს როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ? პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადააწყვეტილება რეალურად მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და თანც მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ისე კი არ გავაკეთეთ როგორც ისინი აკეთებენ. ხელისუფლებაში როდესაც იყვნენ ხმა არ ამოუღიათ და ახლა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, როდესაც ოპოზიციაში არიან. მაგრამ საკონსტიტუციო რეფორმას მაინც არ დაუჭირეს მხარი, სადაც ეს საკითხი ჩვენ შეთავაზებული გვქონდა და ისევ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მოვძებნეთ ჩვენს გუნდში საკმარისი კონსენსუსი და ხმები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“.

რატომ აგებენ არჩევნებს ესეთი დიდი ანგარიშით. იმიტომ , რომ დღემდე რჩებიან იმ ძალად , იმ ტოქსიურ ძალად პირდაპირ გეტყვით , როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დღემდე უჭირთ თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და ეს გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლიათ თავის თავზე, მათ მხოლოდ შეუძლიათ დემარში, მხოლოდ შეუძლიათ პროცესების დესტრუქცია და სხვათა შორის მერე როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ და რაღაც რეფორმებს ვაკეთებთ ისევ თვითონ ძალიან კარგად სარგებლობენ და იყენებენ იმ პროგრესს და ცვლილებებს რაც ქვეყანაში არის .
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა