logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: ფაქტი, რომ საერთო დეკლარაცია , რაზეც შეთანხმება იქნა მიღწეული პრემიერსა და სახელმწიფო მდივანს შორის, რამდენიმე საათში გამოქვეყნდა, ცხადყოფს რა მაღალ დონეზეა ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის
ირაკლი ჩიქოვანი: ფაქტი, რომ საერთო დეკლარაცია , რაზეც შეთანხმება იქნა მიღწეული პრემიერსა და სახელმწიფო მდივანს შორის, რამდენიმე საათში გამოქვეყნდა, ცხადყოფს რა მაღალ დონეზეა ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის
18:37 12.06.2019
სამწუხაროა, რომ ადამიანები და პოლიტიკური ძალები , რომლებიც თავს დებენ პრო-დასავლურობაზე, აკეთებენ იმგვარ განცხადებებს, როგორიც ჩვენ ვისმენთ საინფორმაციო საშუალებებით,- ეს განცხადება ტელეკომპანია იმედის ეთერში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსამა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
მისი თქმით, განცხადება, რომელიც გაკეთდა პრემიერ მინისტრისა და სახელმწიფო მდივნის მხრიდან იყო მხარდაჭერა იმისა , რომ საქართველოში არსებული მიმდინარე რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ამერიკის ინტერესებშია.

,, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ათი წლის განმავლობაში, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ათი წლისთავს ვზეიმობთ, რამხელა შედეგები გვქონდა, თუმცა ის გეგმები, რომელი გეგმებიც არის ასახული ამ საერთო დეკლარაციაში, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ გაცილებით უფრო დიდი პროექტების წარმართვა და გაცილებით უფრო მასშტაბური თანამშრომლობის უზრუნველყოფა შეგვიძლია. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესი, ეს არის ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი და ამ პროექტების განხორციელებაში, ამ პროექტების წინ წაწევაში ერთად ვიქნებით ჩართულები, როგორც საქართველო, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები“-განაცხადა ჩიქოვანმა.


ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული ქარტიის თანამშრომლობის პირობებში ოთხ ძირითად მიმართულებაზე, როგორიცაა დემოკრატია, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ადამიანებს შორის ურთიერთობა და აღნიშნა, რომ რეფორმები მიმდინარეობს არა მხოლოდ ქართული მხარის ინიციატივით, არამედ ამაში მნიშვნელოვანი თანამონაწილეობაა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
,,სტრატეგიული ქარტიის თანამშრომლობის პირობებში ჩვენ გვაქვს ოთხი ძირითადი მიმართულება: ეს არის დემოკრატია, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ეს არის ადამიანებს შორის ურთიერთობა. ცხადია, რომ გასაგებია ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რეფორმა, მიმდინარე რეფორმები და ზუსტად ამ მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაზეა საუბარი. ჩვენ არ ვაპირებთ მივატოვოთ მიმდინარე რეფორმები. ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალი პერიოდის განმავლობაც გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეფორმები მიმდინარეობს არამხოლოდ საქართველოს მხარის ინიციატივით არამედ ამაში არის თანამონაწილეობა ამერიკის, თუნდაც იუსტიციის დეპარტამენტის და ასევე ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია. რა თქმა უნდა დემოკრატია არ არის სრულყოფილი, დემოკრატიზაციის პროცესი არ არის დასრულებული საქართველოში, ჩვენ გაცილებით უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ მივაღწიოთ სრულყოფილ დემოკრატიას ეს არა მხოლოდ საქართველოს ეხება, ეს ეხება ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს არჩეული დემოკრატიის მართველობის ფორმა,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც მან განაცხადა, დეკლარაციაში საუბარია იმაზე, რომ საქართველო წარმოადგენს ამერიკისთვის სტრატეგიულ პარტნიორს, რომ ამერიკა იქნება უშუალოდ დაინტერესებული, საქართველოში წარმატებით განხორციელდეს რეფორმები,ამერიკა დაინტერესებულია იმაში, საქართველომ შეძლოს ეკონომიკური განვითარება და გახდეს რეგიონის ჰაბი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა