logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ორპარტიული მხარდაჭერა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
მამუკა ბახტაძე: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ორპარტიული მხარდაჭერა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
18:24 12.06.2019
ამერიკა საქართველოს გვერდით იდგა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე და დღეს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ორპარტიული თანამშრომლობის ჩათვლით, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის მანძილზე, ორმხრივი თანამშრომლობა გეოგრაფიულად და ეკონომიკურად გაღრმავდა და გაფართოვდა.

“საქართველოს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონისთვის. ორივე მოვლენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის ახალ სიმაღლეებზე აყვანის კუთხით. ამ და სხვა შეხვედრებზე კარგად გავაცნობიერეთ, რა ვალდებულებების შესრულებას ელიან ჩვენგან ჩვენი პარტნიორები და რამდენად ფასეულია ჩვენი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი სტრატეგიული დახმარება პროგრამის - „ღირსეული პარტნიორი“ ფარგლებში გამართული წვრთნებისა და ურთიერთავსებადობის უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც საქართველოს სამხედრო ძალების მონაწილეობითა და ამერიკელი სამხედროების ხელმძღვანელობით საქართველოში რარდება და მიზნად ისახავს ჩვენს დახმარებას და მრავალეროვნული წვრთნების საშუალებით საქართველოს, აშშ-სა და მონაწილე ერების მზაობის გაძლიერებას. მადლიერებას გამოვხატავთ კონგრესისა და თეთრი სახლისადმი ჩვენი მიმდინარე საჭიროებების აღიარებისთვის, რაც ჩვენი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე მეტ თანამშრომლობაში გამოიხატა”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ ეროვნული თავდაცვის აქტზე, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და ამერიკელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა.

“კონგრესმა აქცენტები გააკეთა რუსეთის უკანონო, სამხედრო ოკუპაციის შედეგად საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაზე. გასულ თვეს, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში ერთხმად იქნა მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ორპარტიული მხარდაჭერის მქონე საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას ნებისმიერი აგრესიისგან და რუსეთის ავანტიურიზმის დასჯას სანქციებითა და სხვა მნიშვნელოვანი ბერკეტებით. ქართველი ხალხი აშშ-ის მთავრობისადმი უდიდეს მადლობას გამოხატავს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერისთვის რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში”,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს, საქართველოს საელჩოსა და “ჰერითიჯის ფონდისა” თანაორგანიზებით იმართება და მასში აშშ-ის პოლიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა