logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ლადო კახაძე: თუ გუბაზ სანიკიძისთვის ბიძინა ივანიშვილი არის მტერი, მაშინ მისთვის მეც მტერი ვარ
ლადო კახაძე: თუ გუბაზ სანიკიძისთვის ბიძინა ივანიშვილი არის მტერი, მაშინ მისთვის მეც მტერი ვარ
13:20 12.06.2019
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ ლადო კახაძე “აიპრესსთან” განმარტავს, რომ  საქართველოში შუალედური არჩევნები დემოკრატიულ, ევროპულ გარემოში ჩატარდა.

-ბატონო ლადო, თქვენ უკვე მალე დაიწყებთ საპარლამერნტო საქმიანობას, დრო არც თუ ისე ბევრია ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე. როგორ ფიქრობთ, მოახერხებთ თქვენი დაპირებების შესრულებას?

-დრო საკმარისია იმ ინიციატივების დასაყენებლად, რასაც მე ვპირებოდი და ვპირდები ჩემს მთაწმინდელებს. პირველ რიგში, მე უნდა დავიწყო საბინაო პრობლემების მოგვარება. ბევრი ამორტიზებული სახლი გვაქვს მთაწმინდაზე, ვთანამშრომლობ დედაქალაქის ხელისუფლებასთან და ჩემი საკანონმდებლო ინიციატივები იქნება მიმართული იმისაკენ, რომ მალე მოვაგვაროთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი.

-ასევე საუბრობდით სადაზღვეო ლიმიტების ზრდაზე. ამ მხრივ რა გეგმები გაქვთ?

-დიახ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. მე ექიმი ვარ და ყველაზე კარგად ვიცი, რამდენი სიკეთე გაუკეთა ჩვენ მოსახლეობას საყოველთაო დაზღვევამ. პირდაპირ ვამბობ – მმართველმა გუნდმა ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა, უსახსრობის გამო ჩვენ ქვეყანაში არავინ აღარ არის განწირული და ეს უდიდესი მიღწევაა. ამ ნაწილში მე მაქვს გეგმები, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ სადაზღვეო ლიმიტები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მონაწილეობა გავხადოთ 100% – იანი. ამ თემაზე აქტიურად ვთანამშრომლობ შესაბამის უწყებებთან და იმედი მაქვს, რომ მალე კონკრეტული შედეგები.

-როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს? თქვენ გამარჯვებისთვის მეორე ტური დაგჭირდათ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს დამაფიქრებელია მმართველი გუნდისთვის?

-წინასაარჩევნო გარემო იყო ოდნავ დაძაბული, მაგრამ დემოკრატიული, საქმიანი და სამაგალითო. მე ამ დროის განმავლობაში ვიყავი ყველა ოჯახში, გავეცანი ყველა ადამიანის საჭიროებას და მოვაგროვე ბევრი ინფორმაცია, რომელიც იქნება განმსაზღვრელი ჩემი საპარლამენტო საქმიანობის. მეორე ტურს რაც ეხება, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება დემოკრატიულ, ევროპულ გარემოში. არ ყოფილა არც ერთი ფაქტი, რომ ამომრჩეველს ხელი შეშლოდა, დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი. ეს იყო სამაგალითო არჩევნები, რომელიც დასრულდა ლოგიკურად. მმართველი გუნდი კარგად აცნობიერებს და აანალიზებს მოსახლეობის პრობლემებს და ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს, რაც ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

-ბატონო ლადო, თქვენი განცხადება გუბაზ სანიკიძის მიმართ საჯარო განხილვის საგანი გახდა. სანიკიძე, რომელიც ადრე ოცნების წევრი იყო, ახლა ღიად ამბობს, რომ ამ ქვეყნის პრობლემა და მტერი არის ბიძინა ივანიშვილი…

-სამწუხაროდ, მე არ მქონდა ნანახი მისი გამოსვლები და ზოგადად, პოლიტიკურ ველზე ახლადშემოსული ადამიანი ვარ, პოლიტიკოსების გამოსვლებს, მათ ხმაურიან განცხადებებს თვალყურს არ ვადევნებდი.თურმე გუბაზ სანიკიძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი… ადამიანი, რომელსაც სანიკიძემ მტერი უწოდა, არის ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც რეჟიმისგან გვიხსნა, სიკვდილისგან, წამებისგან გვიხსნა და თუ სანიკიძისთვის ბიძინა ივანიშვილი მტერია, მაშინ გუბაზ სანიკიძისთვის მეც მტერი ვარ.

ზოგადად ამ სიტყვებით ადამიანების შეფასება არ მგონია სწორი, მაგრამ რადგან სანიკიძემ თქვა ასე, მეც მინდა რომ ვუპასუხო, როგორც იმსახურებს.

ზოგადად, როდესაც აკეთებ ასეთ განცხადებებს, ფასი ეკარგება ყველაფერს. არის რაღაცეები რაც უბრალოდ ადამიანობის და კაცობის ზღვარს ცდება. სანიკიძეს ხალხი პატივს სცემდა პირველ რიგში მამამისის გამო და ალბათ მამამისსაც ძალიან შერცხვებოდა დღეს მისი სიტყვების, ქცევის გამო. პოლიტიკას სვრიან სწორედ ასეთი ადამიანები, ვინც ყველაფრის მკადრებელია. სხვათაშორის, ჩემმა ახლობლებმა მის სხვა, ოდნავ ძველ განცხადებებზეც მიმანიშნეს და დავრწმუნდი, რა ყოფილა მისი მთავარი მოტივატორი პოლიტიკაში. ახლა გამწარებულია და ტალახს ისვრის, რომელიც მხოლოდ მას დასვრის, უბრალოდ ხანდახან აუცილებელია ჩვენც სწორი შეფასებები მივცეთ უმსგავსო განცხადებებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის