logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სოფო ქაცარავა: აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც პრემიერის ვიზიტმა და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა
სოფო ქაცარავა: აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც პრემიერის ვიზიტმა და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა
12:12 12.06.2019
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის ხელმძღვანელის, სოფო ქაცარავას შეფასებით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაყოფიერი და წარმატებულია.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა, მათ შორის მამუკა ბახტაძის შეხვედრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან.

"ამ ვიზიტის დროს განსაკუთრებული ფოკუსი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება იყო, ეს კიდევ ახალი ეტაპია, რადგან ჩვენ ამერიკასთან ძალიან ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით თავდაცვასა და უსაფრთხოების მიმართულებით სერიოზული მიღწევები გვაქვს. ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილში განსახილველად.

პომპეოსთან შეხვედრას რაც შეეხება, გზავნილები, რაც მოვისმინეთ, საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებს სრული მხარდაჭერა აქვს, მათ შორის ძალიან მკაფიო გზავნილები იყო ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სრულ თანხვედრაში ვართ, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია", – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

დეპუტატის თქმით, "ქართული ოცნების" გუნდი ზუსტად იმას აკეთებს, რომ ყველანაირი რეფორმა გატარდეს სფეროებში, რაც დასახელებული იყო, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.

"ამაში ამერიკის გზავნილებთან სრულ თანხვედრაში ვართ. საქართველო და ჩვენი გუნდი რეფორმებს ატარებს იმისთვის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს", – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს გუშინ შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისთვის ბრიფინგი გამართეს. მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საქართველოს არ მოაკლდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის