მამუკა ბახტაძე: აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ყოველთვის იქნება მზადყოფნა, რომ ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისად, ქართული საზოგადოების წინაშე ყველაზე მაღალი იყოს
მამუკა ბახტაძე: აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ყოველთვის იქნება მზადყოფნა, რომ ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისად, ქართული საზოგადოების წინაშე ყველაზე მაღალი იყოს
10:10 12.06.2019
აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ყოველთვის იქნება მზადყოფნა იმისა, რომ ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისად, ქართული საზოგადოების წინაშეიყოს ყველაზე მაღალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებს პარლამენტის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის თემაზე აქტიური დიალოგი მიმდინარეობს როგორც ამერიკელ, ისეევროპელ პარტნიორებთან.

“გასული წლის არჩევნების შემდეგ გადავედით საპარლამენტო მოდელზე და ეს იყო სწორი გზა ჩვენი ინსტიტუტების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო დემოკრატიაში, სადაც პარლამენტს აქვს განსაკუთრებული როლი, გაუწიოს ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სხვა უწყებებს. ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტი განაგრძობს თავისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებას და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ყოველთვის იქნება მზადყოფნა, რომ ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისად, ქართული საზოგადოების წინაშე იყოს ყველაზე მაღალი. ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით ამ მოდელზე, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო მოდელი, პარლამენტის გაზრდილი როლით, საუკეთესოა იმისთვის, რომ საქართველო იყოს კიდევ უფრო წარმატებული”,- აღნიშნა პრემიერმა.

ბეჭდვა