ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით: ამას გუნდი გადაწყვეტს
ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით: ამას გუნდი გადაწყვეტს
22:48 11.06.2019
„პრემიერ-მინისტრი არის მამუკა ბახტაძე, რომელიც აქტიურად არის დაკავებული საკუთარი ფუნქციების შესრულებით, მას ქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის ამ საქმიანობას ბუნებრივია გააგრძელებს.

რაც შეეხება ზოგადად იმას, თუ ვინ სად შეიძლება იყოს ზოგადად მომავალში, სად ვიქნები მე, სად იქნება ერთი, მეორე, მესამე, ამას გუნდი გადაწყვეტს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს რა თქმა უნდა სათანადო ინფორმაციას"-ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გააკეთა.

"მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მამუკა ბახტაძე არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქტიურად არის ჩართული თავის საქმიანობაში და მას აქვს სრული მხარდაჭერა მთლიანად გუნდის მხრიდან.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, კონკრეტულად, ეს გადაადგილება არის გამორიცხული, ეს ცალსახად შემიძლია უარვყო, რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკოსის მომავალს, ეს არის დამოკიდებული გუნდის გადაწყვეტილებაზე. სადაც როგორ არის საჭირო, ბუნებრივია, ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ბეჭდვა