სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩიეს
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩიეს
17:35 11.06.2019
დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართა.
საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია.

ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 21 კი წინააღმდეგ გავიდა.

ლონდა თოლორაია ამ პოსტს 6 წლის ვადით დაიკავებს.

სახელმწიფო ინსტიტუტის აპარატი სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც 1-ელი ივლისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 3 ივლისამდე სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებებს თამარ ქალდანი განახორციელებს.

ბეჭდვა