logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მხარდაჭერა ყველაზე მაღალია ქვეყანაში და ყველა არჩვენები ამას აჩვენებს
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მხარდაჭერა ყველაზე მაღალია ქვეყანაში და ყველა არჩვენები ამას აჩვენებს
16:17 10.06.2019
„ქართული ოცნების" ამომრჩეველმა ხმა მისცა ორივეს - პარტიასაც და კანდიდატსაც. ლადო კახაძე არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს მთაწმინდის ოლქის თემატიკას, თავის ამომრჩეველს და მთაწმინდელებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მას პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს და შეძლებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილებას“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „იმედი ლაივის“ ეთერში.

მისი თქმით, თუ კანდიდატის მიმართ არსებობს მიუღებლობაა, ასეთ დროს ძალიან რთულია პარტიის, პოლიტიკური გუნდის რეიტინგით არჩვენების შედეგების, თანაც კარგი შედეგების დადება.

„ამ შემთხვევაში ორივე კომბინაციაა, თუმცა, რა თქმა უნდა პარტიის რეიტინგი ყოველთვის ეხმარება კადიდატს. რთულია გაზომვა ვისი წილი როგორია. წამყვანი არის პარტია. შეიძლება კანდიდატი სხვა ყოფილიყო და მასაც ასეთი მაღალი შედეგი დაედო, თუმცა ის, რომ მთაწმინდის ამომრჩეველმა მხარი ლადო კახაძეს დაუჭირა, ბევრ რამეზე მეტყველებს“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება შალვა შავგულიძეს თამარ ჩუგოშვილის ქმით, მის არჩევანს - წასულიყო ვანო მერაბიშვილის გუნდში მთაწმინდის ამომრჩეველმა უპასუხა.

„მას როგორც იურისტობის ასევე პოლიტიკოსობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ მან გადაწყვიტა რომ ვანო მერაბიშვილის გუნდში წასულიყო და შესაბამისად, ამასაც უპასუხა მთაწმინდის ამომრჩველმა“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, შუალედურ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერებმა დიდი ნდობა გამოუცხადეს.

„მადლობა მათ, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამას ყველა ვაცნობიერებთ, რაც შეეხება მოლოდინებს, მოსახლეობა და ჩვენი მხარდამჭერები ჩვენგან მეტ ეფექტურობას ელოდებიან. ფაქტია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მხარდაჭერა ყველაზე მაღალია ქვეყანაში და ყველა არჩვენები ამას აჩვენებს. აბსოლუტურად არ ვიზიარებ იმ დრამას, რასაც სხვადასხვა სატელევიზიო არხებიდან მოედინება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ყველანაირი მცდელობებია, რომ საარჩვენო პროცესები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და საზოგადოების ნდობა შემცირდეს, რაც ძალიან ცუდია. სახელმწიფო ინსტიტუტების, მითუმეტეს დემოკრატიული ინსტიტუტების ასე დაზიანების მცდელობა ძალიან არასწორი და მიუღებელია. მიუხედავად ამისა, საზოგადოება ძალიან კარგად აცნობიერებს არჩევნები რეალურად როგორ ტარდება, სწორედ ამიტომ, საზოგადოებამ ამ არჩევნებში საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა გვაჩვენა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და 2020 სთვის განსაკუთრებული მომზადება გვჭირდება იმისთვის რომ ეს ნდობა, რომელიც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეს, გავამართლოთ“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა