logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
თალაკვაძე ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებზე: სახელმწიფომ აიღო თავისი წილი პასუხისმგებლობა, ჩაერია კანონის ფარგლებში და დღეს შეთანხმება მიღწეულია
თალაკვაძე ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებზე: სახელმწიფომ აიღო თავისი წილი პასუხისმგებლობა, ჩაერია კანონის ფარგლებში და დღეს შეთანხმება მიღწეულია
18:18 07.06.2019
„ასეთი ტიპის დავები, საუკეთესო შემთხვევაში, უნდა წყდებოდეს იმ ფორმატში, როდესაც ერთვებიან პროფკავშირები ან დარგობრივი ასოციაციები და ხდება პირობებზე მოლაპარაკება. ვინაიდან ამ ფორმატში ასეთი ტიპის მოლაპარაკება ბოლომდე ვერ შედგა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისი წილი პასუხისმგებლობა, ჩარევა განახორციელა კანონის ფარგლებში და დღეს რეალურად, პროტესტი და ის მოთხოვნები, რაც იქ იყო დასმული, შესმენილია და შეთანხმება მიღწეულია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში, ჭიათურაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„აქ იყო საპროტესტო გამოსვლები, მშვიდობიანი მანიფესტაცია და იყო დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ბუნებრივია, ასეთი ტიპის დავები, საუკეთესო შემთხვევაში, უნდა წყდებოდეს იმ ფორმატში და იმ რეჟიმში, როდესაც პროფკავშირები ან დარგობრივი ასოციაციები ერთვებიან და ხდება პირობებზე მოლაპარაკება. ვინაიდან ასეთი ტიპის მოლაპარაკება ბოლომდე ვერ შედგა, ამ ფორმატში, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, აიღო თავისი წილი პასუხისმგებლობა, ჩარევა განახორციელა კანონის ფარგლებში და დღეს რეალურად, პროტესტი და ის ხმა, მოთხოვნები, რაც იქ იყო დასმული შესმენილია და შეთანხმება მიღწეულია.

არასერიოზული მგონია, როდესაც კომიტეტის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მინისტრს უსვამს კითხვას, თუ რა უნდა ღირდეს დღიური ულუფა - 14 ლარი თუ 13 ლარი. ეს არის, ელემენტარულად, ობივატელური და რიტორიკული შეკითხვა, რომელიც ერთგვარ პოლიტიკურ სპეკულაციას უნდა მივაწეროთ, იმიტომ, რომ მინისტრის გადასაწყვეტი და საპასუხო ნამდვილად არ არის, თუ რა ღირს დღიური ულუფა, რომელიც დამსაქმებელმა დასაქმებულს უნდა მიაწოდოს. მინისტრმა მკაფიოდ უპასუხა, რომ ის გააკონტროლებს შეთანხმების პირობებს, რამდენიც არ უნდა დაჯდეს ნორმალური, ჯანსაღი კვება, რამდენიც არ უნდა დაჯდეს იქ პირობების უზრუნველყოფა, რომელიც ეხება დაზღვევას, ანაზღაურების მატებას და სხვა საკითხებს, რაზეც შეთანხმება არის, სახელმწიფო აქ აქვს ვალდებულება არა ფასების განსაზღვრის, არამედ იმის, რომ ამ შეთანხმებების განხორციელება გააკონტროლოს და ეს კიდევ ერთხელ იყო გაცხადებული მინისტრის მხრიდან. ამიტომ, მე მოვისმინე ძალიან ფარისევლური განცხადებები ასევე, იმ ხალხის მხრიდან, რომლებიც თავისი მმართველობის პირობებში, როდესაც მათ შეეძლოთ ასეთი პროტესტები გაეთვალისწინებინათ ბევრჯერ და მოეგვარებინათ საკითხები, გახსოვთ, რა იყო დამოკიდებულება. ეს ყველაფერი თავდებოდა იგნორირებით, საუკეთესო შემთხვევაში და უარეს შემთხვევით, დარბევით და ადამიანების ამ მოედნებიდან თუ მანიფესტაციების ადგილებიდან გაძევებით. ასე რომ, ამ ხალხისგან, უბრალოდ, ძნელია, მორალურად ამის მოსმენა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა