logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენი სამინისტროს ხედვა და დაწყებული პროგრამები ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში
ნათია თურნავა: ჩვენი სამინისტროს ხედვა და დაწყებული პროგრამები ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში
13:23 07.06.2019
„ჩვენი სამინისტროს ხედვა და ის პროგრამები, რომლებიც დაწყებულია, ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პროგრამები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი გახდა სწორედ სტაბილური, დინამიური ეკონომიკური ზრდის ფარგლებში.

„ იმ საკითხებს შორის, რომლებიც არამხოლოდ კომიტეტის წევრებს, არამედ ჩვენს მოსახლეობასაც აინტერესებს, შევარჩიე ორი პრიორიტეტი, რომელზეც ვმუშაობთ: პირველი არის დაკავშირებული ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევასთან - ეს არის სიღარიბის დაძლევა მაღალი, სტაბილური ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს პირობებში - თუ რას ნიშნავს ინკლუზიური ზრდა, რას ვაკეთებთ და რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში. მეორე პრიორიტეტი არის მეტი ეფექტიანობა, უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა, უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილებები ინვესტორებთან და ბიზნესებთან მიმართებაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ჩვენს რეგიონში, ხოლო უახლოეს ათწლიან პერსპექტივაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სხვადასხვა შეფასებებით, ის გადააჭარბებს წლიურ 5 პროცენტს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„თუმცა, არაერთხელ თქმულა, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, მთლიანად სამთავრობო გუნდი, ვგეგმავთ გავატაროთ ყველა ღონისძიება, რათა უფრო მეტად ჩავრთოთ ყველა აუთვისებელი რესურსი ეკონომიკურ ზრდაში და მეტად გამოვიყენოთ ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარებული რესურსი“ - აღნიშნა მინისტრმა.

მისი შეფასებით, მოსახლეობისთვის კონკრეტული ზრდის ციფრების დასახელებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, როგორ იგრძნობს თითოეული ოჯახი ამ ზრდას და როგორ მივიტანთ მას თითოეულ ადამიანამდე.

„ ჩვენ უკვე გვაქვს ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ განახორციელოს ინვესტიცია არა მხოლოდ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაში, რაც, რასაკვირველია, ძალიან კარგად გვაქვს განვითარებული, არამედ ისეთ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს მთელ საქართველოს და მიწვდება თითოეულ ოჯახს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა