logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
კახაძე შავგულიძეს: ხელისუფლებაში თქვენი დაბრუნების შემთხვევაში ქვეყანა ისევ ფუქსავატობას დაიწყებს, მაგრამ ამას ჩვენ არ დავუშვებთ
კახაძე შავგულიძეს: ხელისუფლებაში თქვენი დაბრუნების შემთხვევაში ქვეყანა ისევ ფუქსავატობას დაიწყებს, მაგრამ ამას ჩვენ არ დავუშვებთ
10:53 07.06.2019
"გამოდის თქვენი „მართლის მოუბარი“ პარტიის ერთ-ერთი წევრი, ჩემი წიგნიდან ამონარიდს კითხულობს და ამბობს, „მაღალი ქონდრის კაცები“ ლადო კახაძემ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილს დაუწერაო. ასეთი სიმართლით იაროს თქვენმა მოძრაობამ. ეს ჩემი დაწერილია, მაგრამ იცით, როდის არის დაწერილი?! – 2007 წელს. ჯერ ერთი, ის არ იწყება „მაღალი ქონდრის კაცებით“. მაღალი ქონდრის კაცი ახლაც მაღალი ქონდრის კაცია. უბრალოდ, სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, რადგან ქვეყანა აღარ აქვს. ის ასე იწყება – „ქვეყანა ისევ ფუქსავატობს“ და ხელისუფლებაში თქვენი დაბრუნების შემთხვევაში ქვეყანა ისევ ფუქსავატობას დაიწყებს, მაგრამ ამას ჩვენ არ დავუშვებთ", – აღნიშნული განცხადება ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში გამართულ დებატებში მონაწილე ოპონენტის, შალვა შავგულიძის მისამართით გააკეთა.

ქვეყანაში სამართლის არარსებობასთან დაკავშირებით შალვა შავგულიძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სამასამდე შეხვედრა აქვს ჩატარებული და შეხვედრების ფარგლებში უამრავ ადამიანს შეხვდა, მაგრამ სამართლის მიმართ უკმაყოფილება მათგან არც ერთხელ არ გაუგია.

„მთაწმინდელების მხრიდან არც ერთი შეკითხვა არ დასმულა; არც პროტესტი გამოუთქვამთ და არც დაუჩივლიათ, მაგრამ ის კი მითხრეს, ის საკითხი მოგვიგვარეთ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენს სახლებს პანტა-პუნტით რომ მიაკრეს ისტორიული კუთვნილება და მერე ჩაუსაფრდნენ, როდის დაინგრეოდა, რომ ინვესტორის ჭკუაზე გამოვესახლებინეთო; დაგვეხმარეთ იმის მოგვარებაში, სახლები რომ გვენგრევა და კომუნიკაციები არ არისო; ვიცით, ამის ხმამაღლა განცხადება და ჩვენი თანადგომა ხელგეწიფებათ, რადგან საკრებულოდან ამდენი ინფორმაცია მოგაქვთ და ოცი წლის წინ თქვენ მიერ დაწყებული საქმეები არ გაჩერებულაო“, – განაცხადა კახაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა კონკრეტული ინიციატივების დასაყენებლად მიდის პარლამენტში იმ მოკლე ვადაში, რაც შუალედურმა არჩევნებმა მისთვის გაამწესა, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ის ამ პრობლემების მოსაგვარებლად ნორმატიული აქტების შეთავაზებას აპირებს მთაწმინდელების სახელით, რადგან ის მთაწმინდელთა წარმომადგენელი იქნება, მაგრამ ძალა მთაწმინდელები არიან.

„მე მათი მოლაპარაკე ინსტრუმენტი ვარ. მთაწმინდელები გენიალური, განათლებული ხალხია და ამ პროექტების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში თვითონ მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას, რადგან ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ, ყველანი ერთად შევდივართ პარლამენტში“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა