logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლადო კახაძე შალვა შავგულიძეს: რამ მიგიყვანა იქ აღსარების სათქმელად, ვარლამის გზა არ მიგიყვანთ ეკლესიამდე
ლადო კახაძე შალვა შავგულიძეს: რამ მიგიყვანა იქ აღსარების სათქმელად, ვარლამის გზა არ მიგიყვანთ ეკლესიამდე
10:11 07.06.2019
"რამ მიგიყვანა იქ აღსარების სათქმელად, ვარლამის გზა არ მიგიყვანთ ეკლესიამდე, დადექით იმ გზაზე, რომელიც ეკლესიასთან მიგიყვანთ",  – ასე მიმართა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს.

„აი, თქვენს თვალსაწიერზე ჩაიარა ამ ერთმა საათმა. ნახეთ, ვინ როგორ ლაპარაკობს, დაწერილი და დაშტამპული ტექსტებით, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი, რომელსაც აქვს თავის პოტენციალი, უნდა იმახსოვრებდეს ყველაფერს და ბევრი რამ არ ახსოვს.

მან თქვა, რომ ლადო კახაძე არ ამბობს, რომ გაძვირდა დოლარიო. ლადო კახაძემ უარესი გითხრათ, რომ გაძვირდება და კიდევ შეიძლება გაძვირდეს, პანიკა და აჟიოტაჟი, რომელიც პოლიტიკურ ისტებლიშმენტს სჭირდება თქვენსას, აღარ განმეორდება. ხალხი არ აგყვებათ, ხომ ხედავთ, არ წამოგყვათ ასეთ თემებზე, ისევე როგორც სამართალს საქართველოში იპოვით, სარალიძემ როცა თქვა, რომ სიმართლისაკენ დაიწყო სვლა, გამოხტა თქვენი ერთ-ერთი ჟურნალისტი, თუ არ ვიცი, ვინ არის და თქვა, გეტყვით ვინ არის სარალიძეო, გაგიშიფრავთ მის ცხოვრებასო. მოსმენები, დასმენები, ვისი მოგონილია?! ჩვენ სიკვდილით დასჯა გავაუქმეთ, თორემ ციხეებში სიკვდილით დასჯა ჰქონდა ზუსტად იმ სისტემას, სადაც სამართლის აღდგენას ჰპირდები ხალხს, ჩემო შალვა. ნუ იტყუები, არ შეიძლება, სავლე პავლედ იქცეს. ეს ერთხელ იყო და მეტი არ მოხდება.

ტუბერკულიოზი თავის სახეს არ გამოიცვლის და მინდა, ჩემს მოსახლეობას ვუთხრა, ჩემს ძმებს, ოჯახის წევრებს, დებს, შვილებს, შვილიშვილებს, დიახ, მოდით 9-ში. გეხვეწებით, მოდით, რადგან ეს ჩვენი ურთიერთობების აღსადგენად და განსამტკიცებლად არის საჭირო. იმიტომ რომ თქვენში არსებული ღირსება გამოვიყენოთ იმ ძალის ბოლომდე დასამარცხებლად, რომელიც ცუდს გვიქადის. გენიალური თენგიზ აბულაძის „მონანიებაში“ ხომ გახსოვთ ასეთი ფრაგმენტი, როდესაც თევზს ჭამს და აბელი მიდის ვარლამთან და აღსარებას ეუბნება: ბიჭო, კარგად შემომხედე, ვისთან მოხვედი, ვერ ხედავ? ეშმაკთან აღსარების სათქმელად მოხვედიო?! რამ მიგიყვანა იქ აღსარების სათქმელად, ჩემო ძვირფასო. ვარლამის გზა არ მიგიყვანთ ეკლესიამდე და არ დადგეთ ამ გზაზე, დადექით იმ გზაზე, რომელიც ეკლესიასთან მიგიყვანთ“, - განაცხადა ლადო კახაძემ
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა