logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ლადო კახაძე შალვა შავგულიძეს: თქვენ წარმოადგენთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც კანონს თავის გემოზე ჭრიდა და კერავდა
ლადო კახაძე შალვა შავგულიძეს: თქვენ წარმოადგენთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც კანონს თავის გემოზე ჭრიდა და კერავდა
00:54 07.06.2019
თქვენ ამ ძალას წარმოადგენთ, რომელსაც შეეძლო, შეეცვალა და ნებისმიერი კოდექსიდან ამოეღო ნებისმიერი მუხლი, რომელიც მათ შემდგომ მოქმედებას გაამართლებდა. თქვენ იმ ძალის წარმომადგენელი ხართ, ხაზს ვუსვამ, „ნაციონალური მოძრაობის“, რომელმაც კანონს უკუქმედების ძალა შესძინა, რითაც ჩადენილი დანაშაულის გათეთრება მეორე დღესვე ხდებოდა. ეს საკუთარ თავზე გამოცდილი მაქვს მეც, ჩემს მეგობრებსაც და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობასაც“, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“ განაცხადა.

დებატებში მონაწილე ოპონენტის, შალვა შავგულიძის შეკითხვაზე, ემსახურება თუ არა ქვეყანაში სამართლის დამკვიდრების მიზანს გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეთა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა და მათთვის სასამართლო ხელისუფლების ჩაბარება, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გათავისუფლებამ შედეგი გამოიღო.

„სასამართლოს გათავისუფლებამ შემდეგი შედეგი გამოიღო – ზაზა სარალიძის უბედურების დროს საქართველოს სასამართლოს პირველივე ინსტანციამ არ მიიღო პროკურატურის შეთავაზება და არ წავიდა იმ ყაიდაზე, რაც თქვენი ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა პროკურატურა სასამართლო ხელისუფალს თავის ჭკუაზე ატარებდა. სააპელაციო სასამართლომ კიდევ უფრო გაამკაცრა და საქმე სრული ჭეშმარიტების გზაზე მოატრიალა. ეს გააკეთა ამ სასამართლო ხელისუფლებამ, რომელსაც სტრასბურგი არ დასჭირვებია და არც იმდენი დრო დასჭირვებია, რამდენიც მაშინ სჭირდებოდა, როცა ხუთი, თუ ექვსი წელიწადი სად და სად არ დადიოდით. გაწეული შრომისთვის დიდი მადლობა. ამას არასოდეს დაგიკარგავთ, მაგრამ თქვენი ქმედებით იმას ეწინააღმდეგებით, რასაც ახლა მე მელაპარაკებით. თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, ბოკერიას და სააკაშვილის სისტემა ელოდება სასამართლო ხელისუფლების წნეხის ქვეშ მოქცევას. იმ პოლიტიკური ძალისგან, თქვენნაირი ადამიანებისგან გათავისუფლების შემთხვევაში კი, სასამართლო ხელისუფლება ადამიანის სამსახურში ჩადგება“, – განაცხადა კახაძემ.

როგორც კახაძემ აღნიშნა, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მურუსიძე ცუდია, მაგრამ არ ამბობს, ვინ შექმნა მურუსიძე, რაც მსმენელისთვის მიუღებელია მისი, როგორც მაღალი რანგის იურისტის მხრიდან.

თქვენ ამბობთ, რომ მურუსიძე ცუდია, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ, ვინ დააავადა და შექმნა მურუსიძე, ვინ შექმნა ეს სისტემა და ვინ დაანგრია, ვინ მოსპო სამართალი და ვინ გადააქცია ის ხელის ბიჭად“, – განაცხადა კახაძემ.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია ფაქტი, როცა ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალი ამბობს, რომ ამ ძალასთან თავისი ნებით წავიდა.

„ესე იგი, რას ფიქრობთ?! თქვენ გინდათ, თქვენი სახელით გაათეთროთ ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, კაცი მოკლან და დამარხონ, მოსამართლეს ვერდიქტი გამოატანინონ, სამელნეშიმელნის მაგივრად სისხლი ჩაუსხან და მერე მისივე დაწერილზეწამოაგონ?! ისინი არიან კარგები?! მიხეილ სააკაშვილია კარგი და ბოკერია-ადეიშვილი?!“, – განაცხადა კახაძემ.
ლადო კახაძემ ასევე განაცხადა, რომ შალვა შავგულიძე ხალხს სწორედ ამას ეუბნება, რაც მისთვის, როგორც უბრალო მოკვდავისათვის, გაუგებარია.

„ამიტომ, თქვენ გააგებინეთ ხალხს. თავი მათთან გაქვთ გასამართლებელი, ჩემთან კი არა?! ჩვენ არასოდეს შეგვეცვლება ის ურთიერთობა, რაც გვქონდა. ჩვენ ბოლომდე ურთიერთობის ამ ფორმაში ვიქნებით, მაგრამ მოსახლეობასთან უნდა ვიყოთ მართლები, იმათ შვილებთან და შვილიშვილებთან, ვისაც კარგ, ბედნიერ მომავალს ვპირდებით; საქართველოს მოქალაქე ვერასოდეს ენდობა კანონის ხელახლა დამწერს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის