logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლადო კახაძე: მოქალაქეებს სტაბილურობის განცდა აქვთ, აღარ ისმის სიტყვები - დახოცეთ, ტყვიები არ დაიშუროთ, თორმეტი წლის ბავშვი ციხეში
ლადო კახაძე: მოქალაქეებს სტაბილურობის განცდა აქვთ, აღარ ისმის სიტყვები - დახოცეთ, ტყვიები არ დაიშუროთ, თორმეტი წლის ბავშვი ციხეში
00:12 07.06.2019
დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე ადამიანები გაათმაგებული რაოდენობით მოვლენ და 9 ივნისს საზოგადოებისთვის სასურველი შედეგი დადგება, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც კახაძემ აღნიშნა, ყოველ ახალ შეხვედრაზე ადამიანთა გაათმაგებული რაოდენობა გამოდის.

„მოქალაქეებმა თავად გააკეთეს არჩევანი და თავად თქვეს, რომ ჩვენმა პასიურობამ დაღი დაასვა ამ ყველაფერსო. ყველამ ვიცით, რომ ეს შუალედური არჩევნებია, ვადა წელიწადი და რამდენიმე თვეა და ალბათ, პასიურობაც ამან გამოიწვია. პასიურობა გარკვეულწილად, გამოიწვია ასევე მომქანცველმარეჟიმმა, პოლიტიკურ ველზე დებატების ნაკლებობამ, უხიაგმა მოქცევამ და ა.შ, რამაც ბევრ ადამიანს ნიჰილისტური განწყობა გაუჩინა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მინდა, აქცენტი გავაკეთო იმაზე, რასაც სხვები აკეთებენ, როცა აპოკალიფსს ხატავენ, თითქოს, ისპობა და ინგრევა ყველაფერი. ასე რომ იყოს, მთაწმინდაზე 43 905 ამომრჩეველია და ყველა გამოვიდოდა პროტესტის ნიშნად; არიქა, ვინგრევით და ყველაფერი უნდა შევცვალოთო“, – განაცხადა კახაძემ.

ამ განცხადებით ლადო კახაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას აკეთებდა ის არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე და რას ეტყვის ამომრჩეველს, რომ ისინი მეორე ტურით და მისით, როგორც კანდიდატით დაინტერესდნენ.

მისი თქმით, მოქალაქეებს სტაბილურობის განცდა აქვთ და ისინი მიხვდნენ, რომ სტატუსკვო შესაძლოა, რაღაც გარემოებათა გამო დამაკმაყოფილებელი იყოს-„იმიტომ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არ ისმის სიტყვები – დახოცეთ, ტყვიები არ დაიშუროთ, თორმეტი წლის ბავშვი ციხეში და ა.შ; არ ესმით ღამ-ღამობით ქონებების ნოტარიული გადაფორმების, წართმევისა და დაყაჩაღების შესახებ; არ ესმით ეს პოლიტიკური ვაკხანალია და ა.შ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა