logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
გივი მიქანაძემ ამერიკელ კოლეგასთან ორი ქვეყნის პარლამენტების აპარატებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა
გივი მიქანაძემ ამერიკელ კოლეგასთან ორი ქვეყნის პარლამენტების აპარატებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა
10:39 06.06.2019
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში , პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე, დავით გელაშვილი კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის გენერალურ მდივანს, ფილიპ კიკოს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელებმა გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული საზედამხედველო ფუნქციის გააქტიურების თაობაზე და ასევე, იმ რეფორმების შესახებ, რაც საკანონმდებლო ორგანოს გასაძლიერებლად პარლამენტის აპარატში მიმდინარეობს.

„ამ მხრივ განსაკუთრებული მადლობა გამოვთქვით იმისთვის, რომ წელს საქართველოს პარლამენტის აპარატის უკვე ორ დელაგაციას მასპინძლობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი. სწორედ, ბატონი ფილიპ კიკოს და „ღია სამყაროს“ დამსახურებაა, რომ ეს შესაძლებელი გახდა“ - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შედგა საქართველოს პარლამენტში ახალი კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე, პარლამენტის სასწავლო ცენტრში მიმდინარე რეფორმებზე და სტრატეგიის განხორციელებაზე. მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ის აქტივობები, რომელიც ღია მართველობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში ხორციელდება და ის სერვისები, რაც ინერგება როგორც დაინტერესებული საზოგადოებისთვის, ასევე განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და კონგრესის აპარატს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, გივი მიქანაძემ ფილიპ კიკო საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

„ჩემი მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ეს თანამშრომლობა უფრო სტრატეგიულ და უფრო რეგულარულ ფორმატში განხორციელდეს და შესაძლებელი იყოს ორი ქვეყნის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის ინფორმაციების გაცვლა და ექსპერტული მხარდაჭერა. ამ მიმართულების განსავითარებლად კონგრესის წარმომადგენელთა პალატის აპარატის უფროსს შევთავაზე, რომ წლის ბოლომდე ეწვიოს საქართველოს, სადაც უფრო დეტალურად გავაცნობთ მიმდინარე საქმიანობას და განხორციელებული რეფორმები შედეგებს. ასევე შევთავაზეთ, რომ მისი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განვიხილოთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების უფრო მკაფიო გზები. ბატონი კიკო მიესალმა ჩვენს ამ ინიციატივას. გამოთქვა ძალიან დიდი დაინტერესება საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, რაზეც დამატებითი კონსულტაციები გაიმართება საქართველოს პარლამენტის აპარატსა და კონგრესის ადმინისტრაციას შორის“- აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო კომუნიკაციაზე და ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე პარლამენტების ადმინისტრაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა