logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს ორი კანდიდატურა წარედგინა
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს ორი კანდიდატურა წარედგინა
16:26 05.06.2019
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინება დარეგისტრირდა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად ლონდა თოლორაიას და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატების წარდგენას შეეხებოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე, აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი იმსჯელებს.

სხდომაზე ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივას - „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ“ შეთანხმებას და საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ.

სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, სერგო რატიანმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

მისი თქმით, კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები იყო მნიშვნელოვანი, ქმედითი და ზუსტი.

„რჩება რეკომენდაციების მეორე ნაწილი, რომელიც ჯერ არ არის შესრულებული და ამაზე საუბრობს სახალხო დამცველიც. ეს რეკომენდაციები ეხება სამოხელეო დანაშაულს და სახეზეა დარღვევები, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

დეპუტატის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ხორავას საქმეზე შექმნილ კომისიას, კომისიის ხელმძღვანელობას და მის თითოეულ წევრს გაწეული მუშაობისთვის, ჩვენ არაერთხელ, საჯაროდ გადავუხადეთ მადლობა. შესრულებული სამუშაო იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი, შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ და მადლობა გადავუხადოთ გაწეული საქმიანობისთვის. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მართალს ბრძანებთ, რომ იქ არის საჭირო დამატებით, პარლამენტის მხრიდან ინფორმაციის მოძიება და მზად ვართ კონსულტაციებისთვის, იმისთვის, რომ დამატებით მივიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება, მათ შორის, დადგენილებით განსაზღვრული რეკომენდაციების მეორე ნაწილი“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის