სლოვაკეთში საქართველოს ელჩი საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა
სლოვაკეთში საქართველოს ელჩი საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა
17:14 04.06.2019
სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ გაჩეჩილაძე შეხვდა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს მარიან იაკუბოცის.

საქართველოს ელჩმა სლოვაკურ მხარეს დეტალურად გააცნო ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი არსებული ვითარება.

თავის მხრივ მარიან იაკუბოციმ განაცხადა, რომ სლოვაკეთი ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ეს გადაწყვეტილება ურყევია და გადახედვას არ ექვემდებარება.

სლოვაკეთი, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს და გმობს იქ შექმნილ მძიმე ვითარებას.

ამასთან მარიან იაკუბოციმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაფიქსირა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და გამოთქვა იმედი, რომ ახლო მომავალში საქართველო ორივე ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი გახდება.

ბეჭდვა