მიხეილ გიორგაძე გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს
მიხეილ გიორგაძე გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს
18:24 01.06.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძის კომენტარი გამომცემელთა საერთაშოორისო ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შესახებ.

"საქართველოში გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ სამინისტროში დაგეგმილი იყო შეხვედრა მინისტრის სწორედ იმ მოადგილეებთან, რომლებიც კურირებენ სწორედ იმ საკითხებს, რომელზეც ამ შეხვედრაზე უნდა ყოფილიყო საუბარი. თუმცა შეხვედრა არ შედგა სრულიად გაუგებარი მიზეზით - საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარის არაადექვატური ქმედებების გამო. შეხვედრის გამართვის შემდგომი შეთავაზებების უარყოფა გვაფიქრებინებს იმას რომ ეს გადაწყვეტილება და ეს ქმედება იყო სწორედ პოლიტიკურად ანგაჟირებული, რაშიც კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნა მოგვიანებით ჩატარებულმა ბრიფინგმა, უცხოელი სტუმრების კომენტარებმა, სადაც ძალიან კარგად გამოჩნდა რომ ეს იყო ერთის მხრივ დეზინფორმაცია, რომელსაც კოლეგები საქართველოში საერთაშორისო ასოციაციას აწვდიან და მეორეს მხრივ წმინდა წყლის დესტრუქცია, რომელიც სწორედ პოლიტიკური დღის წესრიგით იყო ნაკარნახევი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და შესაბამისად აფასებს" - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ბეჭდვა