logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
სლოვენიაში  საქართველოს საელჩომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა
სლოვენიაში საქართველოს საელჩომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა
16:27 01.06.2019
სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა. ლიუბლიანას მუზეუმში (City Museum), 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

მათ შორის: სლოვენიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) პრეზიდენტი, ალოიზ კოვშცა; სლოვენიის სოფლის მეურნეობის, ტყის და სურსათის მინისტრი, ალექსანდრა პივეცი; ლიუბლიანაში აკრედიტებული თითქმის ყველა ელჩი, მათ შორის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, რუმინეთის, ევროკომისიის, ავსტრიის, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, საბერძნეთის, სერბეთის, ბრაზილიის ელჩები, აშშ საქმეთა დროებითი რწმუნებული; პარლამენტის წევრები და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები; სამოქალაქო და აკადემიური სექტორის, კულტურის, ხელოვნების, მედიის, ბიზნესის, მეღვინეობის ცნობილი წარმომადგენლები (მათ შორის, ე.წ. „სლოვენიის ღვინის დედოფალი“); ლიუბლიანაში არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „კვალი“; სლოვენიური დოკუმენტური ფილმის „Call It Amber Wine“ შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც საქართველოზე იღებს დოკუმენტურ ფილმს; სლოვენიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები.

მიღებაზე ცოცხალი შესრულებით საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკის ჰიმნები წარმოადგინა ლიუბლიანაში არსებულმა ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „კვალი“, რომლმაც ღონისძიებაზე ასევე შეასრულა რამდენიმე ქართული ფოლკლორული სიმღერა, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მიღების ფარგლებში გაიმართა ფოტო-გამოფენა თემაზე: „9 აპრილიდან ევროკავშირთან ასოცირებამდე და ვიზა-ლიბერალიზაციამდე: საქართველოს 30-წლიანი გზა დამოუკიდებლობისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ“, რომელიც მიეძღვნა 1989 წლის 9 აპრილის 30-ე წლისთავსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავს.

მიღებაზე აჩვენეს შემდეგი მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ვიდეო-რგოლები: “Georgian Honey Promotion”, „Discover Georgia“, „Winter in Georgia“, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია; საზეიმო ღონისძიებას იღებდა სლოვენიური დოკუმენტური ფილმის „Call It Amber Wine“ შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ამასწინათ იმყოფებოდა საქართველოში საქართველოსა და ქართული ქვევრის ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღების მიზნით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა