logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენი ოპონენტები ინტერპელაციის რეჟიმით ასეთ სარგებლობას არ გააგრძელებენ
მამუკა ბახტაძე: იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენი ოპონენტები ინტერპელაციის რეჟიმით ასეთ სარგებლობას არ გააგრძელებენ
18:24 31.05.2019
იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენი ოპონენტები ინტერპელაციის რეჟიმით ასეთ სარგებლობას არ გააგრძელებენ, ვინაიდან, ჩვენ რაც გვჭირდება, ყველაზე მეტად არის ის, რომ საპარლამენტო დემოკრატიის იდეა გამყარდეს და გაძლიერდეს და ეს ასეთ ფორმატებში არ უნდა ხდებოდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შინაარსობრივი მსჯელობის ნაცვლად ოპონენტების მხრიდან ადგილი ჰქონდა იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციებს.

„ინტერპელაციის მექანიზმი არის საპარლამენტო დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. აღმასრულებელი ხელისუფლება მოდის და საქმიან რეჟიმში პასუხობს კითხვებზე, მათ შორის მწვავე შეკითხვებზე, რომელიც ობიექტურად არსებობს და იარსებებს. ჩვენ დღეს სამწუხაროდ, ვიხილეთ იგივე სურათი, რაც იყო პირველი ინტერპელაციის დროს. მეორე შეკითხვის შემთხვევაშიც კი, როდესაც შინაარსობრივი მსჯელობა უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაშიც კი სამწუხაროდ, ჩვენ იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია მოვისმინეთ. ჩვენ გავეცით პასუხი არსებულ კითხვებს. ამასთან ერთად, წერილობით ფორმატში ჩვენ მივწერეთ პასუხები შეკითხვებზე. სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ ინტერპრეტაციები და საზოგადოებამ ეს კარგად დაინახა. მე კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო ჩვენი განწყობა, რომ გვქონდეს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან. მე ვისურვებდი, რომ ის იყოს საქმეზე და შედეგებზე ორიენტირებული. ჩვენი ოპონენტებისგან არათუ პასუხი და იდეა, ორი სამი კითხვის გარდა ყველაზე მძიმე გამოწვევების შესახებ კითხვა ვერ მოვისმინე. იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგი ინტერპელაცია უფრო შედეგებზე და საქმეზე ორიენტირებული იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის