logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით სონღულაშვილი: მცირე და ეფექტური მთავრობის იდეა მუნიციპალიტეტებისთვაც მისაბაძი გამოდგა
დავით სონღულაშვილი: მცირე და ეფექტური მთავრობის იდეა მუნიციპალიტეტებისთვაც მისაბაძი გამოდგა
17:13 31.05.2019
„2012 წლამდე საჯარო მოხელეების ხელფასებსა და საჯარო ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის გაწეულ ადმინისტრაციულ დანახარჯებზე მოდიოდა სახელმწიფო ბიუჯეტის 16 %, 2018 წლის მონაცემებით კი ამ რიცხვმა მხოლოდ 11 % შეადგინა“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა .

მისივე თქმით, თუ შევადარებთ მუნიციპალურ დონეზე საჯარო მოხელეებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე არაკომერციული იურიდიული პირების რაოდენობას 2012 წლამდე არსებულ მაჩვენებელს, რა თქმა უნდა, რაოდენობა გაზრდილია და ეს ზრდა საგრძნობია. თუმცა, ამ შედარების დროს, უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფრის განმაპირობებელ ფაქტორებზე.

„ 2012 წლის შემდეგ, როცა საბავშვო ბაღების მომსახურება უფასო გახდა საბავშვო ბაღებში იმავე წელს ჩარიცხული ბავშვების რიცხვი 20%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს ბაღების მოვლაზე გაზრდილ ხარჯებს და რაც მთავარია, ბაგა-ბაღებში დასაქმებულების რაოდენობის ზრდას. გარდა ამისა, გურჯაანში გაიზარდა მყარი ნარჩენების შეგროვებისა და სრულფასოვნად მართვის არეალი, რამაც ასევე გაზარდა ამ პროცესში ჩართული ადამიანების რიცხვი და დანახარჯიც. მყარი ნარჩენების გატანა ახლა უკვე არა მხოლოდ ქალაქსა და დიდ სოფლებში, არამედ ყველა დასახლებულ პუნქტში ხდება.

გაიზარდა ასევე სასწრაფო სამედიცინო მომსახურების დატვირთვა და დაფარვის არეალი. ამ მიმართულებით მეტი რესურსი იხარჯება მუნიციპალიტეტში. მოიმატა იმ პერსონალის რიცხვმაც, ვინც არიან სასწრაფო სამედიცინო მომსახურების სერვისის მიმწოდებლები. გაიზარდა სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე სხვა სააგენტოების თუ აიპ-ების მუშაობის არეალიც. ესეც აისახება თანამშრომლების რაოდენობის ზრდაზე“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, მიზეზების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, თუმცა სამუშაოების მოცულობის და თანამშრომლების ზრდა გურჯაანში მაინც არ აისახა საჯარო მოხელეების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე, იმიტომ რომ შემცირდა ე.წ. კონტრაქტორების რაოდენობა და მერია ცდილობს ოპტიმიზაცია მოახდინოს ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია, რადგან მცირე და ეფექტური მთავრობის იდეა მუნიციპალიტეტებისთვაც მისაბაძი გამოდგა.

„სამწუხაროდ, დღეს საჯარო სამსახური ისეთი პრესტიჟული აღარ არის და დიდი კადრების გადინების მაჩვენებელია მუნიციპალურ დონეზე. ეს არა მარტო გურჯაანის პრობლემაა. მაგრამ ფაქტია, რომ საჯარო სფერო კონკურენციას ვერ უწევს კერძო სექტორს და ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა, სწორედ კვალიფიციური და გამოცდილი კადრების შენარჩუნებაა როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ამ პრობლემის დაძლევაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ პარლამენტში, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

რადგან იმ კანონებს, რასაც ჩვენ ვიღებთ, შესაბამისი, მაღალი დონის აღსრულება სჭირდება ყველა დონეზე. ამ საკითხებზე მსჯელობაში მე მზად ვარ მაქსიმალურად ჩავერთო, ნებისმიერ ფორმატში და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობას ამ კუთხითაც შევხედოთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა