საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ (რეზიდენციით ქ. ანკარა) ბოსნია და ჰერცეგოვინას
საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარეს, მილორად დოდიკს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარესთან, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაესვა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მზაობას.
მილორად დოდიკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარემ წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ელჩმა საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოსკათალიკოს-პატრიარქის ილია II-ისსახელით ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი გადასცა.