logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17:30 30.05.2019
ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებმა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. აშშ-ს მხრიდან - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე პიტერ ჰაასი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ალექს სოკოლოვსკი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ჯონათან ბრუქსი და აშშ-ს ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს დახმარების კოორდინატორი ჯიმ კულიკოვსკი.

საგარეო უწყების ცნობით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის სფეროებში და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი. ასევე, ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აშშ-ის სხვა ინსტიტუტების მიერ საქართველოსათვის სხვადასხვა მიმართულებით გაწეული დახმარება.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიეწოდა ეკონომიკის სფეროში გატარებული რეფორმების, მათ შორის, სათანადო ბიზნეს-გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით. საუბარი შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას, მაკროეკონომიკურ რეფორმებს, ინვესტიციების ხელშეწყობის, მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კონტაქტების მხარდაჭერისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშესაწყობად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. თავის მხრივ, აშშ-ის მხარემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მთავრობის ძალისხმევისადმი, გაზარდოს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები პირების ჩართულობა.

სამუშაო ჯგუფის განხილვის ერთ-ერთ თემას პროფესიული განათლება და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა. აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიეწოდა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის რეფორმების შესახებ. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს ძირეული ცვლილებები, რაც მიზნად ისახავს მოქნილი, თანამედროვე და ხარისხიანი განათლების სისტემის უზრუნველყოფას. შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს პროფესიული განათლების სფეროში რეფორმების გატარების მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში განხორციელებული პროექტები და იმედი გამოითქვა, რომ თანამშრომლობა ამ მიმართულებით შემდგომშიც გაგრძელდება.
განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა შრომის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

განხილული იქნა სერვისების, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯები, აშშ-ის მხარდაჭერა და თანმშრომლობის არსებული და სამომავლო მიმართულებები.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა ორმხრივი ეკონომიკური და ბიზნეს-ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობა. მხარეებმა განიხილეს აშშ-ის ბიზნესისათვის საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო და შესაძლებლობები, მიესალმნენ სხვადასხვა სავაჭრო მისიებისა და საინვესტიციო პრეზენტაციების ორგანიზებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორცილებულ რეფორმებზე. აღინიშნა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და USAID-ის დახმარებით განხორცილებული და მიმდინარე პროგრამები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და სრულყოფას.

უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა გლობალური ციფრული კავშირგაბმულობის მიმართულებით, მათ შორის, ელექტრონული ვაჭრობა და რეგიონული ციფრული ჰაბის შექმნა საქართველოში.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდება არსებული მჭიდრო პოლიტიკური დღის წესრიგის კვალდაკვალ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის