logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
კორეის რესპუბლიკაში  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
16:19 30.05.2019
მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ფართოდ ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, კულტურისა და უძველესი ტრადიციების შესახებ, აგრეთვე მიმოიხილა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის უკანასკნელ წლებში განვითარებული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები.

აღინიშნა, რომ კორეის ფლაგმანი ავიაკომპანია Korean Air-ი და ქვეყნის უმსხვილესი ტურისტული კომპანია Hanjin Travel-ი 30 მაისიდან განაახლებენ პირდაპირ ჩარტერულ რეისებს სეული-თბილისი-სეულის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს 6 რეისი შესრულდება. თავის მხრივ, საპატიო სტუმრებმა დამსწრე პირებს მიაწოდეს ინფორმაცია ხალხთაშორის ურთიერთობებში მიღწეული წარმატებების, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის და საინვესტიციო-ეკონომიკურ სფეროში არსებული გარემოს შესახებ.

მისასალმებელი სიტყვის დასრულების შემდგომ, კორეელმა სოპრანომ, იანგ ჰიუნემ ანსამბლ Sterne-სთან ერთად შეასრულა ქართული მუსიკალური კომპოზიციები. აღსანიშნავია, რომ საელჩოს მიერ ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად ღონისძიებას უძღვებიან ქართველი სტუდენტები. მიმდინარე წელს ეს პატივი ჰანიანგის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ანა კალანდაძეს ხვდა წილად.

საელჩოს მიერ ორგანიზებული მიღების პარალელურად, მოეწყო ქართული ეროვნული სამოსის კომპანია „ფაფანაკის“ ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელის გამოფენა, ღონისძიებაზე პირველად წარმოდგენილი იყო კორეული კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია LG Household and Healthcare Company-ის ინოვაცია – ქართული ყურძნის ზეთზე დამზადებული პროდუქცია, აგრეთვე ძველი ქართული ტრადიციული სამოსის შესახებ ფოტო-გამოფენა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კორეის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს-სექტორის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, სეულში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების მეთაურები და კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის რანგში მოწვეული იყვნენ კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, იუ სინგ-ჰი და საქართველოს ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი ინვესტორის, წყლის რესურსების სახელმწიფო კომპანია K-water-ის პრეზიდენტი, ლი ჰაკ-სუ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის