logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა
15:21 30.05.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის რესპუბლიკაში ვიზიტს აგრძელებს.

ირაკლი კობახიძესა და მასპინძელი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, რაიმუნდას კარობლისს შორის გამართულ შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და კონკრეტული მიმართულებებით, თანამშრომლობის გაძლიერებაზე გაამახვილეს ყურადღება.

საუბრის ერთერთი ძირითადი თემა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა იყო. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა იმ წვლილზე, რომელიც ლიეტუვას ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში შეაქვს.

ხაზგასმით აღინიშნა ნატოს ეგიდით ჩატარებულ და სხვა მრავალმხრივ წვრთნებში ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა. თავის მხრივ, ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას გაუსვა ხაზი და ქართულ მხარეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი ასევე, შეეხო საქართველოში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, ახლადშექმნილ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მის მნიშვნელობას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით.

„საქართველოსა და ლიეტუვას შორის თანამშრომლობის თითოეული ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თანამშრომლობა გაღრმავდება - სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ შეხვედრაზე. ასევე, ყურადღება გავამახვილეთ ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია ლიეტუვის როლი, რომელიც აქტიურადაა ჩართული, მათ შორის, არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ლიეტუვა საქართველოსთვის ნატოში დადებით როლს ასრულებს, ის ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის ერთერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე განხილული კონკრეტულ ინიციატივებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თანამშრომლობა გაძლიერდება კიბერუსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.

„ლიეტუვას აქვს კონკრეტული ინიციატივები კიბერუსაფრთხოების სფეროში და საუბარია იმაზე, რომ საქართველო მაქსიმალურად აქტიურად იყოს ჩართული. კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვისაც და ამ მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება, ისევე, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, რომელიც ასევე ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენთვის“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

„საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ვაგრძელებთ ნაყოფიერ და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას და ცხადია, ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას როგორც ნატოში, ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით“,- განაცხადა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის