logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ლიეტუვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
ირაკლი კობახიძე ლიეტუვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
09:51 30.05.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ლიეტუვაში იმყოფება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

მიღებაზე, რომელიც საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული, ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაული მიულოცა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე განვლილი გზა შეახსენა და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერისა და თანადგომის მნიშვნელობას და ლიეტუვის რესპუბლიკას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ბედნიერი ვარ რომ ლიეტუვაში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს. საქართველოსა და ლიეტუვას, ქართველ და ლიეტუველ ერს შორის მეგობრობა განსაკუთრებულია და ამ მეგობრობას სოლიდური ისტორიული საფუძველი აქვს.

დღეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. 100 წლის წინ საქართველომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის. სამწუხაროდ, ეს დამოუკიდებლობა მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა, მაგრამ მოგვიანებით, სამი დეკადის გასვლის შემდეგ, მოვახერხეთ დამოუკიდებლობა აღგვედგინა. ჩვენი ეს ისტორია ძალიან ჰგავს ლიეტუვის ისტორიას. ლიეტუველების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის დაიწყო მე-19 საუკუნეში და ეს სურათი ჰგავს საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. ქართველები და ლიეტუველები მხარდამხარ იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა იყო წარმატებული. ახლა ლიეტუვა განვითარების საუკეთესო მაგალითია ჩვენთვის“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიღებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიქტორას პრანცკიეტისმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა