logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
22:32 29.05.2019
ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩუსს შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.



საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე, ჩვენი ქვეყნის მიღწეული პროგრესი იყო. ყურადღება გამახვილდა ლიეტუვის მხრიდან, საქართველოს დასავლური მისწრაფებების ურყევ მხარდაჭერაზე, რისთვისაც, ირაკლი კობახიძემ მინისტრს მადლობა გადაუხადა.



მხარეებმა იმსჯელეს ევროპარლამენტის არჩევნებსა და მის შესაძლო გავლენაზე.

შეხვედრაზე, ასევე, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო.



ლინას ლინკევიჩუსმა ქართულ მხარეს ლიეტუვის მხრიდან ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებებისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპარლამენტში ჩატარებული არჩევნები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე გავლენას არ მოახდენს.



„ლიეუტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი არის საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია. საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბარი, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე. ხაზი გავუსვით, რომ ლიეტუვის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

რაც შეეხება ევროპარლამენტის არჩევნებს, ეს გავლენას არ იქონიებს იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ძლიერი ძალისხმევა, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, ამ ძალისხმევით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



ლიეტუვის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემაც.



„ლიეტუვა ყოველთვის ამბობს, რომ საერთაშორისო არენაზე, იგი ყოველთვის იქნება ჩვენი დიდი მხარდამჭერი საგარეო პოლიტიკის განხორციელების გზაზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროპარლამენტის არჩევნებს.



„ჩვენი ლიეტუველი მეგობრების გზავნილია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ის გზა, რომელიც ავირჩიეთ - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საგარეო მისწრაფებებთან“,- აღნიშნა დეპუტატმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის