logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვაში ვიზიტი დაიწყო
პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვაში ვიზიტი დაიწყო
22:30 29.05.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიეტუვაში ვიზიტი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიქტორას პრანცკიეტისთან შეხვედრით დაიწყო.



საუბრის მთავარი თემები ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრობა, ასევე, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხი იყო.



ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ამ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლსა და მეგობარი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი მძიმე ვითარება განიხილეს.



„ლიეტუვასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს და ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თანამშრომლობა. ხალხებსა და სახელმწოფოებს შორის განსაკუთრებული მეგობრობაა ჩამოყალიბებული. ძალიან ვაფასებთ ლიეტუვის მხარდაჭერას პოლიტიკური თვალსაზრისით. ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.



შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი ევროინტეგრაციაზე გაკეთდა - განვიხილეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ორივე მხრის მიერ შეიძლება, გადაიდგას ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. ჩვენმა ლიეტუველმა მეგობრებმა კონკრეტული ხედვა შემოგვთავაზეს, რათა ამ მიმართულებით უფრო სწრაფ პროგრესს მივაღწიოთ. ლიეტუვის მხრიდან, ამ პროცესში განსაკუთრებული მხარდაჭერა გვაქვს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობას, უვიზო მიმოსვლასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.



„სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც უნდა გადაიდგას ევროინტეგრაციის გზაზე. ვიზა ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი თემაა. ამ კუთხით, არის გარკვეული გამოწვევები, გარკვეულწილად, ხდება იმ უფლების ბოროტად გამოყენება, რასაც გვანიჭებს ვიზა ლიბერალიზაცია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, იქნება ეს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თუ სხვა კუთხით, ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი და აუცილებლად შევინარჩუნებთ ამ ერთერთ უმთავრეს მიღწევას, რომელიც გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის დგამს.



ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ლიეტუვის პრემიერმინისტრ საულიუს სკვერნელისთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსთან და ეროვნული თავდაცვის მინისტრ რაიმუნდას კარობლისთან.



ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.



საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, გიორგი კანდელაკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის