logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ლატვიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
ლატვიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
21:55 29.05.2019
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ სტუმრებთან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 101 წლის წინ, 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა.

"საქართველოს მთელი ისტორია თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული ბრძოლაა, სწორედ ამიტომ ეს თარიღი ქვეყნის ისტორიაში არსებითად მნიშვნელოვანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოპოვებული დამოუკიდებლობა დიდ ხანს არ გაგრძელდა, ამ ფაქტმა მოამზადა საფუძველი ევროპული და დემოკრატიული საქართველოსი, რომელიც არსებობს დღეს და რომელიც შეუპოვრად მიდის მთავარი მიზნისკენ - ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისკენ. ლატვია საქართველოს მეგობარია, რომელიც ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს წევრობას ევროკავშირში და ნატოში, ასევე საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსული აგრესიის და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე" - განაცხადა საქართველოს ელჩმა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერმა, ინარა მურნიეცემ: "საქართველო და ლატვია ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები არიან. მიმდინარე თვის მანძილზე მე პატივი მქონდა მემასპინძლა საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის. ჩვენ გვქონდა კარგი საუბარი იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ მიაღწია მის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც კვლავ დგას საქართველოს წინაშე. საქართველომ წარმატებით მოახდინა დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაცია. მე მჯერა, რომ მოვა დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები შემოგვიერთდებიან ევროკავშიში, ჩვენ ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ლატვიაში ჩვენ საქართველო გვიყვარს მისი სიძლიერის და დიდი ენერგიის გამო, ჩვენ გვიყვარს ქართული სტუმართმოყვარეობა, თქვენი უძველესი ტრადიციები და ამავროულად თანამედროვე განვითარება, რაც ჩვენს ევროპულ კულტურას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის“.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის, მთავრობის, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში "ქართულმა კვარტეტმა" და ლატვიაში მცხოვრებმა ქართველმა მეცო სოპრანომ, ცირა თოლორდავამ შეასრულეს საქართველოს და ლატვიის ჰიმნები, ასევე ქართული და ლატვიური სიმღერები.

ღონისძიებას გენერალური სპონსორობა გაუწიეს კომპანიებმა: "თელიანი ველი" და "ბორჯომი".

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის