სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბრატისლავის მერიის სასახლეში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოს ფარგლებში გამოჩენილი ქართველი ხელოვანების - საოპერო მომღერალი იანო თამარის (ალიბეგაშვილი) და პიანისტი მზია ბახტურიძის კონცერტი ჩატარდა..
საღამო საქართველოსა და სლოვაკეთის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ გაჩეჩილაძემ. საკუთარ გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა დასლოვაკეთს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე.
რევაზ გაჩეჩილაძემ სლოვაკეთს მეგობრობისათვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში მუდმივი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
კონცერტის შემდეგ გამართულ საზეიმო მიღებაზე, სტუმრება ქართული სამზარეულო და ღვინო დააგემოვნეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრები.
მათ შორის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რობერტ ონდრეიჩაკი, სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, მეცნიერების, ხელოვნების, მასმედიის და ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები, სლოვაკეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. სულ200-მდე ადამიანი.