ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს შეხვდა
16:58 29.05.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს საქართველოში,
კარლ ჰარცელს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
ეკოომიკის სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაციასა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე, რომლის მიზანსაც ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის გაზრდა წარმოადგენს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული გადამზადების პროგრამებზე, რომელთაც მხარს უჭერს ევროკავშირი.
აღინიშნა, რომ მსგავსი პროგრამების განხორციელება უმუშევრობის შემცირების რეალური შესაძლებლობაა.
მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ენერგოეფექტურობის სფეროებშიც.