logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: აზერბაიჯანთან მშვიდობიანად და სახელმწიფოებრივად დავლაგდებით, პოპულისტური განცხადებები და სუბიექტურ ინტერესებზე ფიქრი პროცესის დამაზიანებელია
მამუკა მდინარაძე: აზერბაიჯანთან მშვიდობიანად და სახელმწიფოებრივად დავლაგდებით, პოპულისტური განცხადებები და სუბიექტურ ინტერესებზე ფიქრი პროცესის დამაზიანებელია
15:25 29.05.2019
აზერბაიჯანთან დავლაგდებით, – ამის შესახებ დავით გარეჯის თემაზე საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისის თქმით, დელიმიტაციის კომისია მუშაობს და მოლაპარაკების ფორმატს ფუნქციონირება უნდა დავაცადოთ.

„ყველა დონეზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აზერბაიჯანთან ამ თემაზე საუბარი გვაქვს იმ ფორმატში, რომელშიც უნდა მიმდინარეობდეს. ვიღაცას უნდა, რომ ამ თემის გადათამაშება სხვანაირად, პოლიტიკურ ჭრილში მოახდინოს და განიხილოს, რომ ეს რაღაც ხარვეზია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და ათასი რამე მოიგონონ. ეს ყველაფერი არასწორია. კომისიას მუშაობა და მოლაპარაკების ფორმატს ფუნქციონირება უნდა დავაცადოთ. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საჭიროდ და აუცილებლად არ მივიჩნევთ, რომ პარლამენტში ვინმე მოვიყვანოთ და ვეღაცების მხრიდან ამას კიდევ მეტი სპეკულაცია მოჰყვეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოა.
„აზერბაიჯანთან დავლაგდებით. ვიღაცებს ეს უნდათ თუ არ უნდათ, ჩვენ მოვილაპარაკებთ მშვიდობიანად, სწორად და სახელმწიფოებრივად. აქედან გამომდინარე, პოპულისტური გამონათქვამები, განცხადებები და მხოლოდ სუბიექტურ ინტერესებზე ფიქრი ასეთ საკითხზე მსჯელობისას დამაზიანებელია. ამისგან თავი ყველამ უნდა შევიკავოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის განცხადებაზე, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით გარეჯში დაძაბულობას ხელი შეუწყო.

„ჩვენი ოპონენტები ძალიან ბევრ რამეს ამბობენ. მთავარი აქ არის კითხვა, მართალია ისინი რასაც ამბობენ თუ ტყუილი? არ გვიკვირს, რომ ისინი ტყუილებს იგონებენ. ზოგჯერ უტრირებას ახდენენ და ხანდახან ასეთ არგუმენტებს იგონებენ. გამოგონილ არგუმენტებზე კომენტარებს ვერ ვაკეთებთ. დღეს იმაზეც კი მოვისმინეთ სერიოზული კითხვები და „სერიოზული კომენტარები“, რომ შეთანხმებული იყო თუ არა პრეზიდენტის განცხადება მთავრობასთან. აქ საუბარი მხოლოდ განცხადებებზე არ არის. აქ საუბარია სახელმწიფოებრივ პოზიციაზე და როდესაც ამის საწინააღმდეგო არანაირი მოქმედება და განცხადება არ ყოფილა, ასეთი განცხადებები ძალით არ უნდა შევქმნათ და პარალელური, ილუზიური რეალობები საზოგადოებას არ უნდა დავუხატოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა