logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გია ვოლსკი: აზერბაიჯანთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა არ არის განპირობებული მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისა და ორი ხალხის მისწრაფებით
გია ვოლსკი: აზერბაიჯანთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა არ არის განპირობებული მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისა და ორი ხალხის მისწრაფებით
15:17 28.05.2019
აზერბაიჯანთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა არ არის განპირობებული მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისა და ორი ხალხის მისწრაფებით - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა - ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, სხვა მოკავშირეების, განპირობებულია იმით, რასაც ეწოდება კასპიის რეგიონიდან ევროპულ ბაზრებზე ენერგორესურსების მოძრაობის სტრატეგიული კურსი.

„აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობა არ არის განპირობებული მხოლოდ პათოსით და შინაგანი განწყობით. ეს არის განპირობებული სტრატეგიული ამოცანებით და პრინციპებით, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს ორივე მხარეს და პრაგმატული გადაწყვეტილებაა.

ამავე დროს, არის მოწოდებები. მაგონდება მოლაპარაკებები, ამ შემთხვევაში ცხინვალი, რამდენიმეჯერ მოგვიწია გვიანობამდე მუშაობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე ევროკავშირთან ერთად და ჩვენ თავზე გადადიოდა ჭურვები, რომელსაც დღევანდელი ჩვენი კოლეგები, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ისროდნენ შუა მოლაპარაკებების პროცესში. ახლა ერთი მხარე მოგვიწოდებს დაძაბულობისკენ, მეორე მხარე კი, ვითომ, იმ პირველ მხარეს მოუწოდებს გონიერების შენარჩუნებისკენ. ამავე დროს, ერთიც და მეორეც საზოგადოებაში განაპირობებს გაურკვევლობასა და აგრესიას. ძალიან რთულია სამი თუ ოთხი წუთის განმავლობაში გაარჩიო მტყუანი და მართალი“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ყოფილმა ხელისუფლებამ თავზე დაიხია სამართალი და დღეს მისი წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტის განცხადებები, რომ აუცილებელია დემარკაცია, დაძაბულობას განაპირობებს.

„ჭიათურა, დავით გარეჯის და სხვა უამრავი თემა, თუნდაც ოკუპაციის თემა, ასევე ახლა რასაც უწოდებენ გაუგებარ და სამარცხვინო ფურცელს თავისი ისტორიის, როდესაც საერთოდ თავზე დაიმხეს და თავზე დაიხიეს სამართალი, კანონი და ლოგიკა, დღეს ამბობენ, თურმე სალომე ზურაბიშვილის საუბარი იმის თაობაზე, რომ აუცილებელია დემარკაცია, არის განმაპირობებელი დაძაბულობის ან თითქოს, ბიძინა ივანიშვილი არის დაინტერესებული ამით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, ოპონენტების მხრიდან ეს არის თვალთმაქცობა.

„რა არის ეს თუ არა თვალთმაქცობა - ვითომ მოწოდება, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობები უნდა იყოს გარკვეული და მეგობრული, რასაკვირველია, უნდა იყოს და მეორე მხრივ, გარკვეული გაუგებრობების შემოტანა ქართულ საზოგადოებაში. როგორც ევროპულ ფასეულობებს იცავს ადამიანი, ვინც ევროპულ ფასეულობებს არღვევს, ზუსტად ასეთი სტრატეგიული თვალთმაქცი ფანდია, რასაც დღეს ვუყურებთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, თუნდაც მათ განცხადებებში“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, ოპოზიცია აზერბაიჯანს ერთი ხელით ვითომ, მეგობრულ ჟესტს უკეთებს და მეორე მხრივ, კორუფციაში მონაწილე მხარედ ასახელებს.

„საუბარი იმაზე, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი და კიდევ ვიღაც ადამიანთა ჯგუფი დაინტერესებულია, რაღაც კორუფციული გარიგება მოხდეს აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანს ამავე დროს ერთი ხელით, ვითომ მეგობრულ ჟესტს უკეთებენ და მეორე მხრივ, კორუფციაში მონაწილე მხარედ ასახელებენ. ეს არის შენიღბული დანაშაული, რასაც სწორი შეფასება და სწორი დასკვნა უნდა მიეცეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა