logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
 დავით ზალკალიანმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა
დავით ზალკალიანმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა
23:04 27.05.2019
თბილისში მიმდინარე დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმის -“ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ - ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა.

ღონისძიებაში, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განხორციელდა, მონაწილებდნენ საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს და საჯარო უწყებების წარმომადგენლები და ფორუმის მონაწილეები, მათ შორის დიასპორის 120 წარმომადგენელი 25 ქვეყნიდან.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმართა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მისი ყოველი ვიზიტის დროს, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დიასპორასთან შეხვედრაა.

“გვიხარია, რომ გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მოემართათ თქვენთვის. ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ერთად იყო უწმინდესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი ილია მეორე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ გაწეული საქმიანობისთვის და აღვნიშნო, რომ ყველა ჩემი ვიზიტის დროს, დიასპორასთან შეხვედრა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყველა ელჩმა იცის, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს დიასპორასთან ურთიერთობას.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიასპორის ერთიანობა იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

„ჩვენ ერთიანობით შევძლებთ იმ უმწვავესი პრობლემების და საფრთხეების გამკლავებას, რაც ბევრია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დამთავრებულა, ის გრძელდება , სანამ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობას. აქ ჩვენ როგორც არასდროს ისე გვჭირდება ერთიანობა. ერის კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენი ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიაპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და ხელშესახებ შედეგებზე. მათ შორის ყურადღება გაამახვილა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა დიაპორის როლი მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის და მათი ინფრომირებულობის თვალსაზრისით
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის