logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ვანო ზარდიაშვილი შალვა შავგულიძეს: ვიდრე ალანიაც თქვენი პარტიის წევრი გახდება, გვითხარით ვინ იყვნენ იმ სისტემაში, ვინც სანდრო გირგვლიანი მოკლა
ვანო ზარდიაშვილი შალვა შავგულიძეს: ვიდრე ალანიაც თქვენი პარტიის წევრი გახდება, გვითხარით ვინ იყვნენ იმ სისტემაში, ვინც სანდრო გირგვლიანი მოკლა
18:57 27.05.2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გამოწვევის ინიციატივის განხილვა უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატთა შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

განსახილველად წარდგენილ დადგენილების პროექტზე მსჯელობას პოლიტიკური ურთიერთბრალდებები მოჰყვა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძახა, რაც დეპუტატებმა, დავით მათიკაშვილმა და ვანო ზარდიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს, შალვა შავგულიძეს მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე, თვლის თუ არა ის ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრებად. ზარდიაშვილმა შავგულიძეს ასევე მიმართა, რომ ის ახლა ერთ გუნდშია იმ ადამიანებთან, ვისზეც ამბობდა, რომ სისტემას ებრძოდა.

„ვიდრე ალანიაც თქვენი პარტიის წევრი გახდება, გვითხარით, ვინ იყვნენ იმ სისტემაში, ვინც სანდრო გირგვლიანი მოკლა და ვინ იყო სისტემა, ვისზეც ამბობთ, რომ მის წინააღმდეგ იბრძოდით“, - მიმართა ვანო ზარდიაშვილმა შალვა შავგულიძეს.

ზარდიაშვილს ამის პასუხად დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომ თავად წინა ხელისუფლებაში პატარა ჭანჭიკი იყო და ახლაც პატარა ჭანჭიკია.

დაპირისპირების შემდეგ კომიტეტმა "ევროპული საქართველოს" ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გაწვევის თაობაზე კენჭი უყარა, თუმცა საკითხი უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ იქნა მხარდაჭერილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის