სამხრეთ აფრიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სამხრეთ აფრიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
17:39 25.05.2019
სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საპატიო კონსულის დოქტორ ჯერალდ ვოლმანის ორგანიზებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპ თაუნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა და
კეიპ თაუნში საქართველოს საპატიო კონსულმა დოქტორმა ჯერალდ ვოლმანმა.

საქართველოს ელჩმა დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრეზე გაამახვილა ყურადღება.

საღამოს წამყვანი იყო კეიპ თაუნში მცხოვრები მუსიკათმცოდნე, ხელოვანი, სოპრანო და პოპულარული მუსიკალური რადიო არხის “Fine Music Radio (FMR)” წამყვანი, დრაგანა ჟევტოვიჩი.

ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ კეიპ თაუნში აკრედიტებული საკონსულო კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის გენერალური და საპატიო კონსულები, ისევე როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მუსიკალურად გააფორმა ქართველმა მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა.
ბეჭდვა