logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო დედაქალაქებშიც აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო დედაქალაქებშიც აღინიშნება
17:37 25.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ საათს 17:10 წუთს, ეროვნული ჰიმნის შესრულებით, თბილისის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში აღნიშნავენ.

ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის: მალაიზიაში, უზბეკეთში, ესტონეთში, ესპანეთში, თურქეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, დანიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მოლდოვაში, ისრაელში, ბრაზილიაში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, შვედეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სლოვენიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში, საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და ეროვნულ შეასრულებენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. კერძოდ თურქეთში, ქ. ანკარაში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის ანძა, დაიწერება: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, ირლანდიასა და სლოვენიაში საქართველოს დროშის ფერები გამოისახება სხვადასხვა შენობებზე, ასევე, 26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვაში ვილნიუსის ხიდი, ხოლო - ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშა აღიმართება ოტავას მერიის შენობაზე. ასევე, უკვე ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis.

ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები მოეწყობა ესპანეთში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება „ბასიანის“ კონცერტი და ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა, ასევე, შვეიცარიაში გაიმართება ქართველი პიანისტის თამარ ბერაიას კონცერტი, ირანში კი - ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება მოეწყობა. ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საფრანგეთში, ლევილში გაიმართება საზეიმო კონცერტი, პოლონეთში კი -ვარშავის ფილარმონიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით. საქართველოს დამოუკიდებლობას აღნიშნავი ღონისძიებების ფარგლებში იტალიაში ჩატარდება ქართული კინოს ფესტივალი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ასევე დაგეგმილია ბერლინის მერიის ისტორიულ შენობაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გერმანიაში მოღვაწე ქართული ეთნო/ჯაზ ბენდის „გეოთრეინის“ კონცერტი.

დიდ ბრიტანეთში კი ეროვნული დღესასწაული ქართული დიასპორის ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება, რაც შეეხება უნგრეთს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღების ფარგლებში უნგრელი მომღერლები (მათ შორისაა თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული შ. ბოლიკი) შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ აშშ-შიც, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში ანსამბლ "სულიკო"-ს კონცერტი გაიმართება. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად არგენტინაში ქ. ბუენოს-აირესში გაიმართება თბილისის სახელობის მოდენის - „თბილისი - პლაზას“ ინაუგურაცია, მოეწყობა ფოტო-გამოფენა და საქართველოს ჰიმნი შესრულდება არგენტინის ფედერალური პოლიციის სიმფონიური ორკესტრის მიერ.
სლოვენიაში, 26 მაისთან დაკავშირებით ნაჩვენები იქნება „Georgia Made By Characters“, „Discover Georgia“ და გაიმართება გამოფენა თემაზე: „საქართველოს 30-წლიანი გზა დამოუკიდებლობისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ“.

დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით ასევე აღინიშნება აზერბაიჯანში, ქ. ფრანკფურტში, ჩეხეთში, პორტუგალიაში, ბელარუსში, პანამაში, რუმინეთში ეგვიპტეში, კვიპროსში, ნიდერლანდებში, ქ. ჟენევაში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, ფინეთში, შვედეთში, ქ. ოდესაში, ლატვიაში, სომხეთსა და საბერძნეთში. ჩინეთში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ისტორიის და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე გაიმართება ფოტო-გამოფენა და ფილმის ჩვენება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ავსტრალიაში გაიმართება ავსტრალიური გუნდის „Wordly Goods” კონცერტი, რომელიც ქართულ სიმღერებს შეასრულებს.

სლოვაკეთში ასევე გაიმართება 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი , რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სოპრანო იანო ალიბეგაშვილი.

ასევე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება ავსტრიაში, ისრაელში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ირლანდიაში, იორდანიასა და უზბეკეთში, რომელთაც ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები უკვე გაიმართა ქ. ნიუ-იორკში, დანიაში, კატარში, სამხრეთ აფრიკაში, ქ.ოდესაში, ქ. სალონიკში, თურქმენეთსა და ბულგარეთში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის