logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტმა „მედია პრიზი - ADAMI“-ის პროექტების პრეზენტაციას უმასპინძლა
პარლამენტმა „მედია პრიზი - ADAMI“-ის პროექტების პრეზენტაციას უმასპინძლა
22:37 24.05.2019
საქართველოს პარლამენტში “მედია პრიზი - ADAMI“ ახალი პროექტის - ADAM TANDEM-ის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განმარტა, ADAMI TANDEM-ის პროგრამა არის ახალი მედიაინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული სამაუწყებლო კომპანიებისთვის. პროექტი სატელევიზიო ჟურნალისტებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ კავშირები დასავლეთ ევროპის წამყვან მაუწყებლებთან და ერთობლივად აწარმოონ კულტურული მრავალფეროვნების თემატიკასთან დაკავშირებული სატელევიზიო სიუჟეტები.

„აღნიშნული პროექტი გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა ქართველი ჟურნალისტებისთვის, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში შეიმუშაონ პროექტები ევროპელ კოლეგებთან ერთად. განსაკუთრებული აქცენტი აღნიშნული ინიციატივაში კეთდება კინო და სატელევიზიო პროდუქციაზე, რომელიც წარმოაჩენს ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების საკითხებს. ეს არის ერთ-ერთი ხიდი ჩვენი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომ ევროპელ კოლეგებთან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ და გაიზიარონ ერთმანეთის წარმატებული გამოცდილება. მსგავსი პროექტები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული მედიის სტანდარტების დამკვიდრების კუთხით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პროექტის მნიშვნელობაზე მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

„ყველა ინიციატივა, რომელიც ემსახურება უკეთესი კავშირების დამყარებას, ხიდების აგებას ქართველ ჟურნალისტებსა და ევროპელ ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს შორის, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებსა და ევროკავშირის სივრცის წარმომადგენლებს შორის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროკავშირი არის კულტურული, ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნების სიმბოლო . ამ მრავალფეროვნების წახალისება ჩვენს რეგიონში არის უმნიშვნელოვანესი. მოცემულ ინიციატივას შეუძლია ძალიან კარგი წვლილი შეიტანოს აღნიშნულ პროცესში, იმაზე მეტიც, ვიდრე არის მხოლოდ ჟურნალისტიკის სტანდარტის მისადაგება ევროკავშირის სტანდარტებთან“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

სტუმრებსა და პროექტში მონაწილეებს მიესალმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნორში. მან „ADAMI Tandem”-ის მიზნის შესახებ ისაუბრა და პროექტის მონაწილეებს წარმატება უსურვა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის მოსაზრებით, ADAMI Tandem-ი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებისთვის საშუალების მისცემს, რომ თავისი ნამუშევრები საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოაჩინონ.

მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ ADAMI Tandem- ის პროგრამა ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა „ADAMI მედიის პრიზი კულტურის მრავალფეროვნების აღმოსავლეთ ევროპაში“ დირექტორმა, შტეფან ტოლცმა, და უსაფრთხოების პოლიტიკისა და სოციალური საკითხების ხელმძღვანელმა, ქრისტიან ტრიპემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა