logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი საიდუმლო ინფორმაციაზე პარლამენტის წვდომის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა
თამარ ჩუგოშვილი საიდუმლო ინფორმაციაზე პარლამენტის წვდომის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა
22:25 24.05.2019
„პარლამენტის ერთ-ერთი უმთავრესი კონსტიტუციური უფლება, ვალდებულება და მანდატი სწორედ ზედამხედველობის განხორციელებაა“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ჟენევის შეირაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ცენტრის (DCAF) ერთობლივი კვლევის -„პარლამენტის წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე“ შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევა ნებისმიერი პარლამენტარისთვის საინტერესოა, რადგან, ერთი მხრივ, ძალიან მგრძნობიარე, ხოლო მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად პარლამენტის გაზრდილ საზედამხედველო ფუნქციებზე და მათ მნიშვნელობაზე.


„ჩვენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ პარლამენტმა განავითაროს თავისი მაკონტროლებელი ფუნქციები, თავისი საზედამხედველო ფუნქციები იმიტომ, რომ თითქმის არასდროს, არც ერთი მოწვევის პარლამენტს, რეალურად, ენერგია არ ჩაუდია იმაში, რომ ეკონტროლებინა მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება ან სხვა ანგარიშვალდებული ორგანოები. პარლამენტი საკუთარ თავს ძირითადად ხედავდა როგორც კანონმდებელი და ნაკლებად როგორც პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც შეიძლება მიდიოდეს ხელისუფლების სხვა შტოებში. ამის შეცვლა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა საპარლამენტო დემოკრატია, საპარლამენტო რესპუბლიკა, მაშინ პარლამენტმა ბევრად მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქვეყნაში მიმდინარე პროცესებზე, ვიდრე მხოლოდ კანონების შექმნაა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა და პარლამენტის ახალმა რეგლამენტმა მნიშვნელოვნად გაზარდა საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო და მაკონტროლებელი ფუნქცია.

„პარლამენტის საქმიანობის ძალიან დიდი დრო უკვე საზედამხედველო ფუნქციას მიაქვს. იმ სამართლებრივი ბაზით, რომელიც ჩვენ ახლა გაგვაჩნია, მინდა ორად გავყო ეს ნორმები. ერთია - პარლამენტის მანდატი, რომელიც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს, ოღონდ არა დახურულ და საიდუმლო ინფორმაციას. ამ საქმიანობის საკონტროლებლად პარლამენტს აქვს უამრავი ახალი მექანიზმი, დაწყებული მინისტრის დაბარებიდან, გაგრძელებული თემატური მოკვლევებით, კანონმდებლობის აღსრულების კონტროლით და ა.შ. საქართველოს პარლამენტმა ძალიან კარგად დაიწყო ამ მექანიზმების გამოყენება და საზოგადოება სულ მალე დაინახავს იმ სიკეთეებს, რაც ამ მექანიზმებს შეულია მოგვიტანოს. კიდევ უფრო საინტერსოა მეორე ნაწილი, რომელიც არის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა და საიდუმლო ნაწილის კონტროლი. პარლამენტში არსებობს მექანიზმი - ნდობის ჯგუფი ანუ პარლამენტის წევრების შეზღუდული რაოდენობა, რომლებსაც საქართველოს პარლამენტმა ანდო სახელმწიფო საიდუმლოებასთან წვდომა და ასეთი ინფორმაციის კონტროლი“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პრეზენტაციის მონაწილეებს ახალი რეგლამენტის თანახმად პარლამენტის ნდობის ჯგუფის გაზრდილი მანდატი გააცნო.

„ჩვენს კანონმდებლობაში უკვე წერია, რომ ნდობის ჯგუფი უნდა აკონტროლებდეს არა მხოლოდ შესყიდვებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, არამედ ფაქტობრივად ნებისმიერ საიდუმლო ინფორმაციას, რომელსაც ფლობენ თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უწყებები და კანონში კონკრეტულად ჩამოწერილია ეს უწყებები. ამ ცვლილებით ნდობის ჯგუფის მანდატი სერიოზულად გაფართოვდა, ანუ რეალურად შეიქმნა სახელმწიფოს საქმიანობის და ოპერირების საიდუმლო ნაწილის კონტროლის მექანიზმი“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ამ უწყებებმა თავისი საქმე შეასრულონ გამართულად და კარგად, მათ მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს.

„საზოგადოების ნდობას ამ უწყებების მიმართ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და იმისთვის, რომ ნდობა არსებობდეს, ზედამხედველობის კონტროლის მექანიზმები გამართულად უნდა მუშაობდეს. განხორცილებული ცვლილებების შემდეგ, ნდობის ჯგუფი ეს არის ძალიან მცირე ჯგუფი, უკვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და ძალიან დიდი ნდობით საკანონმდებლო ორგანის მიმართ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, კვლევის შედეგების გაცნობას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრის თვალსაზრისით.

„პრეზენტაციას დიდი ინტერესით ველოდებით იმიტომ, რომ ჩვენთვისაც საინტერსოა, თუნდაც სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე ან ჩვენი კანონმდებლის ანალიზიდან გამომდინარე, სად არის სივრცე, რომ შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ. სრულიად ვაცნობიერებთ, რომ ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ რეგლამენტით გვაქვს, ფაქტობრივად, პირველი ნაბიჯებია. ცოტა დრო იქნება სჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაცია როგორ მოხდება. ჩვენ ვეცდებით, რომ რაც კანონმდებლობაში გვიწერია მაქსიმალურად ეფექტიანად განვახორციელოთ, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ ბევრი იქნება გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი იყოს სრულიად შემდგარი და გამართული“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის