logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გივი მიქანაძის თავმჯდომარეობით ლვოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების შეხვედრა გაიმართა
გივი მიქანაძის თავმჯდომარეობით ლვოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების შეხვედრა გაიმართა
10:45 24.05.2019
22-23 მაისს ქალაქ ლვოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თავმჯდომარეობდა საქართველოს, როგორც ქსელის თავმჯდომარე ქვეყნის პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე.

უკრაინის ვერხოვნა რადას აპარატის ეგიდით ორგანიზებულ შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსთან ერთად მონაწილეობა სომხეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა, საქართველოს აპარატის უფროსის მოადგილე შოთა გოშაძემ და მოლდოვას პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა მიიღეს.

შეხვედრამდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა მონაწილეობა მიიღო ევროპის დღისადმი მიძღვნილი ევროკავშირისა და უკრაინის დროშების აღმართვის ცერემონიალში.

ორდღიანი შეხვედრის შედეგად, მიღწეული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

· დამტკიცდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტთა კვლევითი ქსელის (EPPRN) საქმიანობის წარმართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი;

· განიხილეს და მოწენებული იქნა თბილისის მემორანდუმის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის ეფექტურად წარმართვის მიზნით შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტი;

· მოწონებული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის შესახებ საინფორმაციო ვებგვერდის კონცეფცია;

· საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის პარლამენტის აპარატის უფროსების მიერ ხელმოწერილი იქნა ლვოვის კომუნიკე, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის აპარატის უფროსებმა მსგავსი ტიპის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს მიმართეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელთან აქტიური თანამშრომლობის დამყარებისკენ მოუწოდეს.

შეხვედრაზე განხილული და დამტკიცებული იქნა 2019 წლის მეორე ნახევრის სამოქმედო გეგმა.

აღნიშნული გეგმის ფარგლებში, 3-5 ივლისს საქართველოში განხორციელდება ქსელის წევრი აპარატის უფროსების სამუშაო ვიზიტი, რომელზეც სტუმრის სტატუსით მოწვეული იქნება ქნესეტის აპარატის უფროსი და არჩეული იქნება ქსელის ახალი თავმჯდომარე ქვეყანა.

2019 წლის სექტემბრის დასასრულს ერევანში გაიმართება ქსელის წლიური შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა წარადგენს ერთი წლის აქტივობებისა და შედეგების ანგარიშს.

2019 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტის აპარატი უმასპინძლებს ქსელის წევრი ქვეყნების აპარატის თანამშრომლების ორდღიან ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც გაუზიარებს ღია პარლამენტის, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის, პარლამენტის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობისა და პარლამენტის სასწავლო ცენტრის საქმიანობის გამოცდილებას.

პარალელურად, სომხეთში ჩატარდება კვლევითი და ანალიტიკური მიმართულების თემაზე სამუშაო შეხვედრა ერთობლივი რეგიონული კვლევის ჩასატარებლად, საერთო მეთოდოლოგიის შემუშავებისა და სტანდარტების განსაზღვრის მიზნით.

2019 წლის დეკემბერში იგეგმება ქსელის აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა ბერლინში, ბუნდესტაგის აპარატის ხელმძღვანელობასთან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, 2018 წლის სექტემბერში, თბილისის მემორანდუმისსაფუძველზე. 2019 წლის 1 ოქტომბრამდე ქსელს თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის აპარატი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა