logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საგარეო უწყებაში დავით ზალკალიანისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა
საგარეო უწყებაში დავით ზალკალიანისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა
10:41 24.05.2019
საქართველოში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყებაში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისრტთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისასალმებელი სიტყვა:

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ჩამოვედი საქართველოში. ამ დღეებში საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, მინდა თქვენს ქვეყანასა და ხალხს მივულოცო ეს დღე.

ჩინეთი ახორციელებს საგარეო პოლიტიკას, რომელიც მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებს ეფუძნება. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები. გვაქვს მტკიცე პოზიცია, რომ ყველა ქვეყანა თანასწორია, მიუხედავად მათი სიდიდისა. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს და სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, და ყოველთვის გვახარებს, როდესაც ქვეყნები ცდილობენ გაჰყვნენ განვითარების გზას, თავიანთი ხალხის საჭიროებებისა და არსებული პირობების გათვალისწინებით.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბატონო მინისტრო, ჩინეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოკლე ხანში, ჩინეთმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და მას შემდეგ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეუფერხებლად ვითარდება. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერობებში არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩვენ გვახარებს, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყნები აუმჯობესებენ სტანდარტებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ქვეყნები კიდევ უფრო დიდ პოტენციალს განავითარებენ.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებში შექმნის უფრო ხელსაყრელ გარემოს, რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტი საქართველოში ბევრი წლის წინ შედგა. ჩემთვის ეს ვიზიტი, პირველ რიგში, მეგობრობის გამოხატულებას წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი დაგვეხმარება კიდევ უფრო განვავითაროთ ტრადიციული მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას, და განსაკუთრებით, ჩვენს ხალხებს შორის. ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი გახსნის ახალ პერსპექტივებს და განზომილებებს ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად.

მეორე რიგში, ეს არის ვიზიტი მოსმენისთვის, რადგან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტიდან ამდენი წლის შემდეგ, ჩემთვის ეს ვიზიტი არის შესაძლებლობა შევიტყო, თუ როგორ გამოიყენა საქართველომ ჩვენი ურთიერთობები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რაც ვფიქრობ გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთგაგებას.
და მესამე რიგში, ეს არის ვიზიტი, რომელიც დაგვეხმარება შევისწავლოთ ახალი შესაძლებლობები, არსებულ თანამშრომლობაზე დაყრდნობით, და ვიპოვით გზები თუ, არსებული გლობალიზაციის შესაბამისად, როგორ შეიძლება განვავითაროთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა, და კერძოდ, როგორ უნდა განვსაზღვროთ თანამშრომლობის ახალი სფეროები, საგზაო ინიციატივები, როგორ უნდა მოვუტანოთ უფრო მეტი სარგებელი ჩვენს ხალხს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და განვითარებას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა, როგორ შეგვიძლია ერთობლივად გავიღოთ წვლილი.

მე დარწმუნებული რომ თქვენი და თქვენი კოლეგების ძალისხმევით, ეს იქნება ძალიან წარმატებული ვიზიტი, კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ სტუმართმოყვარეობისთვის", - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის